კულტურა რას წერდა ალენ დელონი ვაჟა ფშაველაზე? 2014, 23 მაისი, 14:47
სამწუხაროა, რომ ამ დიდებულ მწერალს კარგად არ იცნობენ ევროპაში. ეს გახლავთ ქართველი მწერალი და ქართული საზოგადოების ღირსეული წინაპარი - ვაჟა ფშაველა.მე მომხიბლა მისი ნაწარმოების სიღრმემ და თვითმყოფადობამ.სწორედ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დავინტერესდი ქართული ლიტერატურით" - წერდა მსოფლიო კინოს ლეგენდა ალენ დელონი. წარმოიდგინეთ, ვარსკვლავს რომ ვაჟა ორიგინალში წაეკითხა, ალბათ შოკში ჩავარდებოდა. თუმცა მგოსნის სიტყვებმა -" შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე შენით ფასობსო" ენით აუწერელი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და სიცოცხლისკენ შემოაბრუნა მსახიობი, რომელმაც გასული საუკუნის 60 - 70 წლებში მსოფლიო დაიპყრო იშვიათი სილამაზითა და არაჩვეულებრივი ნიჭით. მსახიობი როგორც ცნობილია რომი შნაიდერზე იყო უზომოდ შეყვარებული და მან ვერ გაუძლო საყვარელი ქალის გარდაცვალებას, რაც მიზეზი გახდა მისი დეპრესიისა.აი, რას წერდა გამოსათხოვარ წერილში ალენ დელონი მას: – "... ჩემო თოჯინა... სიგიჟემდე მიყვარდი და შენც სიგიჟემდე გიყვარდი...მინდა ისევ და ისევ ჩემმა მზერამ გშთანთქოს... ისევ მინდა გაგიმეორო, რომ არასოდეს ყოფილხარ ასეთი ლამაზი და მშვიდი..." 2059 18-ს მოსწონს
|