კულტურა მსოფლიოს ორი უდიდესი მოდელიორი კოკო როშა და ნატალია ვოდიონოვა ოქტომბერში საქორწინო კაბების გამოფენას აწყობენ 2013, 23 სექტემბერი, 12:01 მსოფლიოს ორმა ბრწყინვალე მოდელიორმა Coco Rocha და Natalia Vodianova - მ გადაწყვიტეს მაგიური ძალის სადედოფლო კაბების დემონსტრირება მოახდინონ. მათ ერთდროულად გადაწყვიტეს, სახელგანთქმული პატარძლების სადედოფლო კაბების გამოფენა მოაწყონ, რაზეც თანხმობა მიიღეს თავიანთი ვარსკვლავებიდან.მოდელები ჯონ კოლინ ზი, მარსია კროსი, გაბი ლოგანი და სხვები დათანხმდნენ და გადასცეს ოქტომბერში დაგეგმილი საქველმოქმედო შოუსთვის კაბები.გამოფენაზე, რომელიც 11 ოქტომბრს 13 საათზე ლონდონში გაიმართება, 20 - მდე ცნობილი ქალბატონის ცნობილი საქორწინო კაბა იქნება წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან: მოდელების, მომღერლების, მსახიობების, ტელეწამყვანების.შემოსული თანხა კი ბავშვთა საავადმყოფოს გადაეცემა.
ინიციატივას სიამოვნებით უჭერს მხარს ჟურნალის რედაქტორი ჯედი ლუდი და ამბობს, რომ ისეთი ზღაპრული სილამაზის მომსწრე გახდება საზოგადოება, რომლის მსგავსი არასოდეს ექნებათ ნანახი. Wedding Dress - - "მე ბედნიერი ვარ, რომ ამ გამოფენის ორგანიზება დაევალა ჩემს ჟურნალს, ეს იქნება ნაწილობრივ შოუ და მასების დიდ ყურადღებას მიიპყრობს.დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ საინტერესო შოუსთვის და ყველაზე მთავარი დატვირთვა ხომ ისაა, რომ ეს იქნება საქველმოქმედო აქცია, სადაც შემოსული თანხა ბავშვთა საავადმყოფოს გადაეცემა." - განაცხადა ინტერვიუში ჟურნალის რედაქტორმა.საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ 2 ბილეთი ერთის ფასად შეიძინონ და ეს სასურველი აქცია 19 სექტემბრიდან 3 ოქტომრამდე გრძელდება.ამჟამად ჯეიმს კიდის, სარა ფერგიუსონის, ლედი ჰელენ ტეილორის, რეიჩელ სტევენის და სხვათა კაბებია წარმოდგენილი საქველმოქმედო საღამოსთვის. მომდევნო ფოტოზე კი ინგლისელი არისტოკრატების საქორწინო ცერემონიაა წარმოდგენილი, რომელიც 2000 წლითაა დათარირებული. 67 9-ს მოსწონს 1-ს არა
|