x
image
ვიზა კოხაძე
" შორს ის მთა მოჩანს,სადაც შენი უკანასკნელი გაჩერებაა" --აცხადებს ჰოლივუდის "პატრიარქად" წოდებული ალ პაჩინო
imageჰოლივუდის ვარსკვლავი და ჰოლივუდის პატრიარქი " - ასე უწოდებენ ამერიკელ მსახიობს ალ პაჩინოს, რომელიც მსოფლიო კინოს ისტორიაში არა ერთხელ გამხდარა ოსკარისა თუ ოქროს გლობუსის მფლობელი.დღესაც, 73 წლის ასაკში მსახიობი აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას როგორც სამსახიობო, ასევე სარეჟისორო სფეროში.

მცირე მიმოხილვა, თუ რა გზა გაიარა მსახიობმა ბავშვობიდან დღემდე.ჯერ კიდევ 2 წლის იყო როცა მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ და პატარასთან ერთად დედა იძულებული გახდა გადასულიყო საცხოვრებლად თავის მშობლებთან სამხრეთ ბროქსში. თავის მოგონებებში სიყვარულით იხსენებს მსახიობი ბავშვობას და
image
ბროქსში გატარებულ წლებს.ერთ-ერთ ჩანაწერში იგი ამბობს: - " ჩემი მშობლები რომ გაშორდნენ, სულ პატარა ვიყავი.თან დედისერთა და დედასთან, ბებიასთან და პაპასთან ერთად ვიზრდებოდი.თავი ძლივს გაგვქონდა, ისე გვიჭირდა არსებობა.ხან ოფიციანტი იყო და ხან კინო თეატრის მოლარე. იყო დრო, როცა მეკიოსკეებს გაზეთ " შოუ ბიზნესს" ვურიგებდი.არასოდეს დამავიწყდება, რამდენს მიხდიდნენ -სულ რაღაც 12 დოლარს.10 დოლარიანს მაშინვე ვახურდავებდი თითო დოლარიანებად, რომ 12 ერთ დოლარიანი მქონოდა.ბარში იხდი, შეკვრიდან აძრობ დოლარიანს და ჰგონიათ, რომ ბევრი ფული გაქვს. იყო წლები, როცა ალკოჰოლითა და ტაბლეტებით უზომოდ ვიყავი გატაცებული, მაგრამ დედაჩემის დამსახურებაა, რომ დღეს ვარ ის, რაცა ვარ.როცა ჩემი ტოლი ბიჭები ქუჩაში მიხმობდნენ, ერთობოდნენ, დედა გასაქანს არ მაძლევდა, რომ მათთან ერთად ქუჩაში ვმდგარიყავი, რა თქმა უნდა ვაპროტესტებდი, მაგრამ დედა ყველაფერს იტანდა და ამით სიცოცხლე შემინარჩუნა"...
image
რაც შეეხება მის სამსახიობო კარიერას, 1971 წელს, როცა ის 31 წლის იყო, პირველად ითამაშა ფილმში "პანიკა ნიდლ-პარკში" ნარკომანის როლი, რამაც რეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლას ყურადღება მიიქცია.შემდეგ იყო ცნობილი მაიკლ კორლეონეს როლი ფილმ - "ნათლიმამაში".70-იან წლებში მან მიიღო 4 ოსკარის ნომინაცია.ამავე წლებში მან მოიგო ტონის დაჯილდოება ფილმისთვის "რიჩარდ III".

მიუხედავად იმისა, რომ 80 -იან image
image
წლებში მისი კარიერა მკვეთრად შემცირდა, ტონი მონტანას როლით მან შეძლო კიდევ ერთხელ დაერწმუნებინა მაყურებელი თავის სიძლიერეში, რისთვისაც "ოქროს გლობუსი" მიიღო( მას ნახევარი მილიარდი დოლარი მოუტანა ფილმმა).ალ პაჩინო არის მრავალგზის ოსკაროსანი მსახიობი და ოსკარის ლაურეატი - საუკეთესო მსახიობი - ფილმში " ქალის სურნელი"(1992).1073 წელს ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი - "ოქროს გლობუსი" მიიღო.
imageალ პაჩინოს ჰყავს სამი შვილი, თუმცა დაქორწინებული არასოდეს ყოფილა -"ორჯერ კინაღამ შევცდი, მაგრამ ქორწინების არ მჯერა" -აცხადებს მსახიობი.2001 წელს ის პირველად გახდა ტყუპების მამა 60 წლის ასაკში, შემდეგ კი დრამატურგ შანა ტარანთან ხანმოკლე რომანის შედეგად კიდევ ერთი ქალიშვილი გაუჩნდა.

და ახლა 7 ათეულ წელს გადაბიჯებული მსახიობი ძალიან ბევრს მუშაობს, რადგან თვლის, რომ დრო ბევრი არ აქვს.-' ცხოვრების მეორე ნახევარში ხვდები, რომ გვირაბში უკანდასაბრუნებელი ბილეთის გარეშე მიქრიხარ.შორს ის მთა მოჩანს, სადაც შენი უკანასკნელი გაჩერებაა, მგრამ სანამ იქ მივსულვარ, მინდა იმის გაკეთება imageგავაგრძელო, რასაც აქამდე ვაკეთებდი".ალ პაჩინო კვლავ ჩვეული შემართებით და ენერგიით არის სავსე და ისევ კინოზე ოცნებობს.








image

10
65
30-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
65
  
2013, 13 აპრილი, 12:40
უმაგრესი სტატიაა ;)
2013, 7 აპრილი, 20:25
ვაფასებ,მაგრამ არ მიყვარს
2013, 7 აპრილი, 19:47
ეს ადამიანი ჩემი ფავორიტია ♥ ♥ ♥ ♥ ♥
2013, 6 აპრილი, 14:57
ძაან მიყვარს, მადლობა, ინფორმატიული სტატიაა :)
2013, 5 აპრილი, 18:15
სტატია არ მოგეწონა?
2013, 5 აპრილი, 18:14
მაგარი მსახიობია!
2013, 5 აპრილი, 16:45
კარგი და საინტერესო სტატიაა, როგორც ყოველთვის
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10