x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
თქვენ აღარასდროს მოამზადებთ ბლინებს სხვა რეცეპტით

image

მთავარი ამ რეცეპტში ის არის, რომ კარგი ტაფა უნდა გქონდეთ, რომ ცხიმის გარეშე შეწვისას, არ იკრავდეს! ბლინების მირთმევა არაჟანთან, თაფლთან, შოკოლადის პასტასთან ან ჯემთან ერთად შეიძლება და უნდა ითქვას, რომ არც გამოცხობა არის რთული.

image

ინგრედიენტები:

image

ფქვილი 60 გრ.

კვერცხი 5 ცალი

შაქარი 70 გრამი

ვანილის ექსტრაქტი ან ვანილინი 1 ჩ. კ.

გამაფხვიერებელი 2 გრ. (1/4 ჩ. კ.)

მარილი 1 მწიკვი

image

მომზადება:

image

I. კვერცხი გაყავით გულებად და ცილებად.

II. კვერცხის 5 გული ათქვიფეთ 40 გრ. შაქართან ერთად > დაამატეთ გამაფხვიერებელი, ვანილი და ფქვილი.

III. ათქვიფეთ 4 კვერცხის ცილა და მარილი. იქამდე თქვიფეთ, ვიდრე ცილა არ გამყარდება (ჯამის გადმობრუნების შემთხვევაში, არ უნდა იღვრებოდეს) > შეათქვიფეთ 30 გრ. შაქარი ნელ-ნელა.

IV. შეაერთეთ ორი მასა ერთმანეთთან.

V. გაახურეთ ტაფა და დაასხით ცომი ბორცვების სახით > დაახურეთ სახურავი > 2 წ. შემდეგ ახადეთ, ცოტა ცომი დაამატეთ ზემოდან და გადააბრუნეთ > იქამდე გააჩერეთ ტაფაში, ვიდრე ძირი არ გაუწითლდება.

P. S. თუ ტაფა იკრავს, ცოტა ზეთი ჩაასხით, ხოლო ბლინები ამოღებისას, ქაღალდის პირსახოციან თეფშზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოსცილდეს.

image

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

ფენქეიქების საუკეთესო რეცეპტები

შოკოლადის დესერტები, რომლებიც 10 წუთში მზადდება

ხაჭოკვერა “ტორტზე უკეთესი"

ნამდვილი ინდური ტკბილეული, მხოლოდ 4 ინგრედიენტით

0
3809
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3809
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0