x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შოკოლადის დესერტები, რომლებიც 10 წუთში მზადდება

შოკოლადის  დესერტები,  რომლებიც 10 წუთში მზადდება


მაფინი ფინჯანში


ინგრედიენტები:

ფქვილი - 3 ს. კ.
ხსნადი ყავა - 1 ჩ. კ.
კაკაოს ფხვნილი - 2 ს. კ.
შაქარი - 2, 5 ს. კ.
ცომის გამაფხვიერებელი - 1/4 ჩ. კ.

რძე - 2 ს. კ.
კვერცხი - 1 კვერცხი
ზეთი - 2 ს. კ.
ვანილი - 1/2 ჩ. კ.


მომზადება:


1. თასში აურიეთ ერთმანეთში ფქვილი, ყავა, კაკაო, შაქარი, გამაფხვიერებელი და კარგად მოურიეთ.

2. დაუმატეთ რძე, კვერცხი, ზეთი და ვანილი. იმდენი თქვიფეთ, ვიდრე ერთგვაროვან, სქელ მასას არ მიიღებთ.

3. ფინჯანს შიგნიდან ზეთი წაუსვით და გამზადებული მასა ჩაასხით.
4. შედგით, მაქსიმალურ სიმძლავრის რეჟიმზე გახურებულ მიკროტალღურ ღუნელში, 90 წამი.

სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ ვანილიანი ნაყინის ბურთულასთან ერთად.

შოკოლადის 10 დესერტი,  რომლის მომზადება 10 წუთში შეიძლება

შოკოლადის ბრაუნი


ინგრედიენტები:



კარაქი - 150 გრ.
კაკაოს ფხვნილი - 65 გრ. (=2/3 ჭიქა)
შაქარი - 200 გრ. (=1 ჭიქა)
კვერცხი - 2 ცალი
ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ. კ.
ფქვილი - 100 გრ. (დაახლოებით, 4/5 ჭიქა)


მომზადება:


1. კარაქი შედგით, მაქსიმალური სიმძლავრის რეჟიმზე გახურებულ, მიკროტალღურ ღუმელში 30 წამით > დაუმატეთ შაქარი, კაკაო და ვანილი, კარგად აურიეთ.

2. დაუმატეთ კვერცხი სათითაოდ და ყოველი დამატების შემდეგ, მსუბუქად ათქვიფეთ > დაუმატეთ ფქვილი და კარგად შეურიეთ დანარჩენ მასას.

3. წაუსვით კარაქი ფორმას > მოათავსეთ შიგნით ცომი > შედგით, მაქსიმალური სიმძლავრის რეჟიმზე გახურებულ ღუმელში, 4-5 წუთი.

შოკოლადის 10 დესერტი,  რომლის მომზადება 10 წუთში შეიძლება



შოკოლადის ტორტი


ინგრედიენტები:


ფქვილი - 100 გრ.
შოკოლადის ფილა - 100 გრ.
შაქარი - 100 გრ.
კარაქი - 50 გრ.
კვერცხი - 3 ცალი
სოდა - 1 ჩ. კ.

ძმარი - 1 ს. კ.
«ნუტელა» - 1 ქილა


მომზადება:


1. კარაქი და შოკოლადი გაადნეთ და ერთმანეთს შეურიეთ.

2. ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი კარგად.

3. შაქრისა და კვერცხის მასას დაამატეთ ფქვილი და თან თქვეფა არ შეწყვიტოთ. მასა

ფუმფულა უნდა იყოს.

4. ოდნავ შეგრილებული შოკოლადისა და კარაქის ნარევი შეურიეთ დანარჩენ მასას > დაუმატეთ სოდა ძმრით > 5 წთ. შედგით მაქსიმალურ სიმძლავრეზე გახურებულ ღუმელში > გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით სამ ფენად.

5. ფენებს წაუსვით კრემი «ნუტელა» და ააწყეთ ტორტი. ზემოდანაც გადაუსვით კრემი. შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ გახეხილი შოლოლადი.

შოკოლადის 10 დესერტი,  რომლის მომზადება 10 წუთში შეიძლება

ნამცხვარი «შოკოლადის ბურთულები»


ინგრედიენტები:


ორცხობილა - 300 გრ. (სასურველი, შოკოლადის)
შესქელებული რძე - 2/3 ჭიქა
კარაქი - 100 გრ.
კაკაოს ფხვნილი - 3 ს.კ.


მომზადება:

1. ორცხობილა დაფხვენით ბლენდერით ან ხორცის საკეპი მანქანით.
2. ცალკე თასში ერთმანეთს შეურიეთ კაკაო, შესქელებული რძე და დარბილებული კარაქი.
3. როდესაც მასა კრემ-პასტის სახეს მიიღებს, ჩაყარეთ მასში ორცხობილის ნაფხვენი (ცოტა ცალკე გადადეთ, ამოსავლებად). ჯერ კოვზით აურიეთ, შემდეგ ხელით.
4. გააკეთეთ ბურთები და ამოავლეთ ნაფხვენში ან კაკაოს ფხვნილი მოაფიფქეთ.

შოკოლადის 10 დესერტი,  რომლის მომზადება 10 წუთში შეიძლება

შოკოლადის ფონდიუ


ინგრედიენტები:


შოკოლადის ფილა - 200 გრ.

ნაღები - 100 მლ.

ხილი გემოვნებით


მომზადება:

1. გაადნეთ შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე > დაუმატეთ ნაღები და იქამდე ურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

2. მიღებული მასა გაყავით და მოათავსეთ ინდივიდუალურ ვაზებში.

სუფრასთან მიიტანეთ კუბიკებად დაჭრილ ხილთან და ჩხირებთან ან გამზადებულ ხილის “კანაპესთან" ერთად.

P. S. შოკოლადის მასას თუ მოათავსებთ, სპეციალურ ფონდიუს თასში და ქვემოდან შეათბობთ, ხილი უკეთესად ამოევლება.

შოკოლადის 10 დესერტი,  რომლის მომზადება 10 წუთში შეიძლება



შოკოლადის ღვეზელი


ინგრედიენტები:


ფქვილი - 3/4 ჭიქა
შაქარი - 1/2 ჭიქა
მარილი - 1/4 ჩ. კ.
გამაფხვიერებელი - 1 ჩ. კ.
კაკაოს ფხვნილი - 1/3 ჭიქა
გამდნარი მარგარინი - 50 გრ.
კვერცხი - 1 ცალი
რძე - 4 ს. კ.
ვანილის ექსტრაქტი - 1 ს. კ.


შოკოლადის სოუსისთვის:


ყავისფერი შაქარი - 1/2 ჭ.
კაკაოს ფხვნილი - 1/3 ჭ.
წყალი - 150 მლ.


მომზადება:


1. ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, შაქარი, მარილი და კაკაო > დაამატეთ მარგარინი, კვერცხი, რძე და ვანილი > ცომი მოათავსეთ ისეთ თასში, რომლის შედგმაც მიკროტალღურ ღუმელში შეიძლება (თასს, მინიმუმ 5 სმ. სიმაღლის კიდეები უნდა ჰქონდეს).

2. შოკოლადის სოუსისთვის: შეურიეთ ერთმანეთში შაქარი და კაკაო > ეს ნაერთი მოაყარეთ ცომს თავზე.

3. წყალი შეათბეთ: ცეცხლზე დადგით 30 წმ. > ფრთხილად მოასხით ცომს თავზე > ჩანგლით გასწიეთ ცომი და მიეცით წყალს საშუალება, რომ მისი ნაწილი, ძირში ჩავიდეს.

4. შედგით თასი, მაღალი სიმძლავრის რეჟიმზე გახურებულ, მიკროტალღურ ღუმელში 5 წთ.

სუფრასთან მიიტანეთ ნაყინთან ერთად.

შოკოლადის 10 დესერტი,  რომლის მომზადება 10 წუთში შეიძლება



შოკოლადის იტალიური დესერტი


ინგრედიენტები:


33-35%-იანი ნაღები - 400 მლ.
მწარე შოკოლასი - 400 გრ.
შაქრის პუდრა - 4 ს. კ.
ლიქიორი “Baileys" - 4 ს. კ.
ნიგოზი - 50 გრ.
ორცხობილა ან ბისკვიტი - 50 გრ.
კარაქი - ფორმაზე წასასმელად


მომზადება:


1. კაკალი და ორცხობილა (ბისკვიტი) მოათავსეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ.

2. ნაღებს დაუმატეთ შაქრის პუდრა და ნაწილებად დაყოფილი შოკოლადი > დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ > დაუმატეთ ლიქიორი და გააგრილეთ.

3. კვადრატულ ან მართკუთხა ფორმაში ჩააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი > წაუსვით

კარაქი > გამზადებული ნაფხვენის ნახევარი ჩაყარეთ და თანაბრად გაანაწილეთ > ჩაასხით შოკოლადის მასა > ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ნაფხვენი.

შოკოლადის  დესერტები,  რომლებიც 10 წუთში მზადდება

4. შედგით მაცივარში, მინიმუმ 4 საათით.

5. გამზადებული დესერტი ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან და დაჭერით ულუფებად.


შოკოლადის  დესერტები



შოკოლადის ორცხობილა, გამოცხობის გარეშე


ინგრედიენტები:


ნიგოზი, ნუში ან თხილი - 1 ჭიქა
ინდის ხურმა (ფინიკი) კურკის გარეშე - 3/4 ჭიქა
შვრიის ფანტელები - 1/4 ჭიქა
შავი შოკოლადი - 100 გრ.
ცოტა მარილი


მომზადება:


1. ნიგოზი დააბლენტერეთ ან გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში > დაამატეთ შვრიის ფანტელები, ფინიკები და ისევ გაატარეთ მანქანაში.

2. გახეხეთ შოკოლადი და დაამატეთ გამზადებულ მასას > კარგად აურიეთ.

3. სველი ხელებით გააკეთეთ ნებისმიერი ფორმის ორცხობილები და გააფორმეთ სურვილის მიხედვით.

შოკოლადის 10 დესერტი,  რომლის მომზადება 10 წუთში შეიძლება



შოკოლადის ტორტი, გამოცხობის გარეშე


ინგრედიენტები:


ორცხობილა - 300 გრამი
კარაქი - 150 გრ.
კაკაოს ფხვნილი - 3-4 ს. კ.
ნაღების ყველი (ან ხაჭო) - 250 გრ.
შაქრის პუდრი - 50-100 გრ.
შოკოლადი - 200 გრ.
ნაღები - 100 გრ.


მომზადება:


1. პირველ ეტაპზე უნდა მოვამზადოთ ტორტის ქვედა ფენა: გაადნეთ კარაქი > დააბლენდერეთ ორცხობილა > ღრმა თასში, ერთმანეთს შეურიეთ კარაქი, დაფხვნილი ორცხობილა და კაკაო > კარგად აურიეთ, რომ მასა ერთფეროვანი გახდეს.

2. ფორმის ძირზე მოათავსეთ მიღებული მასა > გააბრტყელეთ თანაბრად > შედგით მაცივარში.

3. ათქვიფეთ ნაღების ყველი > თანდათანობით შეათქვიფეთ შაქრის პუდრი.

4. შოკოლადი გაადნეთ წყლის აბაზანაზე > ცოტა გააგრილეთ და ფრთხილად შეურიეთ ყველის მასას > კიდევ ერთხელ საფუძვლიანად ათქვიფეთ მასა.

5. ცალკე თასში ათქვიფეთ ნაღები, ისე რომ ჰაეროვანი მასა მიიღოთ.

6. ფრთხილად შეურიეთ შოკოლადის და ნაღების მასები ერთმანეთს, ხის ნიჩბით ან კოვზით. ურიეთ ქვემოდან ზემოთ და არა წრიულად, რომ მასამ ჰაეროვნება შეინარჩუნოს.

7. მაცივრიდან გამოიღეთ ტორტის ქვედა ფენა > ფრთხილად მოათავსეთ მასში კრემის მასა და ზედაპირი გადაასწორეთ > შედგით მაცივარში 5-6 სთ.

სუფრაზე მიტანის წინ, შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი შოკოლადი ან ხილით გააფორმოთ.

შოკოლადის 10 დესერტი,  რომლის მომზადება 10 წუთში შეიძლება



შოკოლადის ფაჯი (ირისი ინგლისურენოვან ქვეყნებში)


ინგრედიენტები:


შოკოლადის ფილა - 300 გრ.
შესქელებული რძე - 1 ქილა
ნიგოზი - 1 ჭიქა
მარილი - 1 მწიკვი

1. თასში მოათავსეთ შოკოლადის ნატეხები და შესქელებული რძე > დადგით წყლის აბაზანაზე და იქამდე ურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

2. დაამატეთ მარილი და მსხვილად დაჭრილი ნიგოზი > კარგად აურიეთ

3. მიღებული მასა მოათავსეთ ფორმაში და შედგით მაცივარში.

4. როდესაც ფაჯი გამაგრდება, დაჭერით ნებისმიერი ზომის და ფორმის ნაჭრებად.

შოკოლადის 10 დესერტი,  რომლის მომზადება 10 წუთში შეიძლება

0
2876
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2876
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0