x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქერის ბურღული (პერლოვკა) – სასარგებლო თვისებები და მომზადების საიდუმლო (+ 3 რეცეპტი)

ეს უბრალოდ წარმოუდგენელია! ჩვეულებრივი ბურღული, რომელსაც შეუძლია ქალის ორგანიზმში კოლაგენის დეფიციტის აღმოფხვრა და მისი გაახალგაზრდავება რამოდენიმე წლით. მისი დადებითი ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე, ვიზუალურად კანზე, თმაზე და ფრჩხილებზე აისახება: ფრჩხილები მაგრდება, თმას ბზინვარება ემატება, ხოლო კანს – სიგლუვე. თუ ამ ბურღულით მომზადებულ კერძს, თუნდაც, კვირაში ერთხელ მიირთმევთ – მისი მოქმედების შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით!


image


ქერის გასუფთავებულ მარცვლებს, იმის გამო, რომ მარგალიტის ელფერი დაჰკრავს, ძველთაგანვე პერლპვკას (pearl – ინგ. მარგალიტი) ეძახიან და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადრე, ქერის ფაფა დელიკატესად ითვლებოდა და მისი მირთმევის საშუალება მხოლოდ მდიდრებს და მაღალი თანამდებობის პირებს ჰქონდათ.


პერლოვკის სასარგებლო თვისებები


დიასახლისების ერთმა ნაწილმა და საერთოდ მომხმარებლების დიდმა უმრავლესობამ ქერის ბურღული ძირითადი პროდუქტების სიიდან ამოიღო ან მასზე საერთოდ უარი თქვა. არა და, ქერი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება. პერლოვკის ფაფას სილამაზის ფაფასაც ეძახიან, რადგან მხოლოდ ეს ბურღული შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ კოლაგენის სინთეზში. ყველასთვის ცნობილია, რომ სწორედ ის უნარჩუნებს კანს ელასტიურობას და იცავს მას დანაოჭებისგან. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც აუცილებელია პერლოვკის მენიუში ჩართვა, ის არის რომ, დიდი რაოდენობით А, РР, Е და В ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს.

პერლოვკის რეგულარულად მოხმარება, მხოლოდ ლამაზი კანის არსებობის გარანტია კი არა, ჭარბი წონის დაკლების გარანტიაც არის! ის დაბალკალორიული პროდუქტია (100 გრ. – 109 კკალ) და მისი მოხმარება ასევე ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას.


როგორ მოვხარშოთ პერლოვკა? რამდენიმე საიდუმლო:


I. მოხარშვის წინ ბურღული კარგად უნდა გაირეცხოს. ამისთვის ჩაყარეთ მარცვლები ღრმა თასში, დაასხით წყალი და ხელით ურიეთ. ჭუჭყიანი წყალი გადაღვარეთ. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ, ვიდრე წყალი სუფთა და გამჭვირვალი არ იქნება;

II. თუ პერლოვკის ფაფის მოხარშვას აპირებთ, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ. ვიდრე მოსახარშად დადგავთ, მინიმუმ 4 საათით უნდა დაალბოთ: ჩაყარეთ ბურღული თასში და დაასხით წყალი (1 ჭიქა მარცვალზე – 1 ლ. წყალი).

III. პერლოვკას მოხარშვა რეკომენდირებულია დიდი ზომის ქვაბში, რადგან ხარშვის დროს, მისი მოცულობა 5-ჯერ იზრდება.


პერლოვკის მომზადების რეცეპტები:


რეცეპტი № 1


ინგრედიენტები:


პერლოვკა – 1 ჭიქა

წყალი – 5 ჭიქა


კარაქი – 30 გრ.

მარილი – გემოვნებით


მომზადება:


მოსახარშად მომზადებულ პერლოვკას დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე > მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 45 წთ. > გადაწურეთ წყალი > დაუმატეთ კარაქი, მარილი და ამოურიეთ > დაახურეთ სახურავი, გააჩერეთ 10 წუთი და მზად იქნება!


რეცეპტი № 2


ინგრედიენტები:


პერლოვკა – 1 ჭიქა

კარაქი – 1 ს. კ.

წყალი

მარილი – გემოვნებით


მომზადება:


მდუღარე წყალში ჩაყარეთ მომზადებული პერლოვკა > ხარშეთ 5 წთ. > გადმოიტანეთ ბურღული თუშფალანგზე, რომ კარგად დაიწკრიტოს > ქვაბში ჩაასხით 3, 5 ჭ. ცივი წყალი და მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე > ადუღებულ წყალს დაამატეთ კარაქი და მარილი > ჩაყარეთ დაწკრეტილი პერლოვკა და საშუალო ცეცხლზე ხარშეთ 35 წთ. > დაახურეთ სახურავი და შედგით 1 საათით, 80 გრადუსზე გაცხელებულ ღუნელში.


რეცეპტი № 3


ინგრედიენტები:


პერლოვკა – 1 ჭიქა

წყალი – 1 ლ.

რძე – 2 ლ.


მომზადება:


დაასხით პერლოვკას წყალი და დატოვეტ ასე მთელი ღამის მანძილზე > გადაღვარეთ წყალი და კიდევ ერთხელ გარეცხეთ > კარგად გადაწურეთ და შემთბარი რძე დაამატეთ > მიიყვანეთ რძე დუღილის ტემპერატურამდე > დაახურეთ ქვაბს სახურავი და ხარშეთ 3 საათის მანძილზე წყლის აბაზანაზე.

მომზადების ხანგრძლივი დრო ნუ შეგაშფოთებთ. თქვენი მონაწილეობა ამ კერძის მომზადებისას, მხოლოდ საწყის ეტაპზეაა საჭირო, შემდეგ, ის უკვე თავისით იხარშება.

ხარშვის დროს, ფაფა იღებს კრემის ფერს, ხოლო გემო ისეთივე ექნება, როგორც გამომცხვარ რძეს (რძეს ადუღების შემდეგ, დაბალ ცეცხლზე აჩერებენ ხანგრძლივი დროის მანძილზე, ვიდრე ფერს არ შეიცვლის).

imageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image

ბრინჯის სწორედ მოხარშვის წესები, გარნირისთვის და ფლავისთვის

პასტა სოუსით (მაკარონის წინასწარ მოხარშვა საჭირო არ არის)

უცხიმო მჭადი ყველის გულსართით

კარტოფილი იდეალურად რომ შეიწვას...

სამზარეულოს ხრიკები, რომლებიც ცხოვრებას გაგიადვილებთ!

0
4408
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4408
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0