პროფილაქტიკა წყლით მკურნალობის 4 კვირიანი კურსი 2017, 17 ნოემბერი, 10:59
მან მკურნალობის ამ მეთოდის შესახებ ექიმისგან გაიგო, რომელმაც ჩაიზე, ყავაზე და გამაგრილებელ სასმელებზე უარის თქმა და დიდი რაოდენობით წყლის სმა ურჩია. სარამ გაითვალისწინა რჩევა და ერთი თვის მანძილზე, ყოველდღე, 3 ლ. წყალს სვამდა. მაგრამ 3 ლ. წყლის სმა ყველასთვის არ არის რეკომენდირებული. საჭიროა წყლის რაოდენობის გამოთვლა, ადამიანის წონისა და ასაკის მიხედვით.
ეს არის ნორმა, მაგრამ მკურნალობის დროს, ამ ნორმას კიდევ 400 – 500 მლ. ემატება. ანუ თუ დღიური ნორმა 2, 5 ლ-ია, წყლით მკურნალობის დროს, დღეში 2, 9-3 ლ. უნდა დალიოთ. მაგრამ, თუ დღის მანძილზე, წინა პერიოდებში არ მოიხმარდით დიდი რაოდენობით წუალს, ჯერ ორგანიზმი უნდა შეაჩვიოთ წყალს: დაიწყეთ დღეში 1, 5 ლიტრით და თანდათანობით გაზარდეთ რაოდენობა. დღიურ ნორმამდე მისვლის შემდეგ, შეგიძლიათ უკვე მკურნალობაც დაიწყოთ და მკურნალობის პერიოდში, როგორც უკვე აღნიშნული იყო, ყავის, ჩაის და გამაგრილებელი სასმელების მიღებაზე უარი უნდა თქვათ. რაც შეეხება სარას, მკურნალობის პერიოდში, ის ხშირად იღებდა ფოტოსურათებს, რომ მკურნალობის შეგები დაეფიქსირებინა. როგორც თავად აღნიშნა, მას თავის ტკივილმა 2 კვირის შემდეგ გაუარა და ეს სურათიც სწორედ მაშინ გადაიღო.
ქუთუთოების ირგვლივ ნაოჭები შეუმცირდა და სარამ 1 კგ. დაიკლო. «ჭამის წინ 1 ჭიქა წყალს ვსვავდი, რაც მადას მიქვეითებდა» – აღნიშნა მან.
4 კვირის შემდეგ: შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. «თითქოს ხელახლა დავიბადე. კანი გამიპრიალდა, დაღლილობა გაქრა, თვალებში ნაპერწკლები გამიჩნდა. ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ამ გამოცდას გავუძელი და გამოვჯანმრთელდი» – განახცადა სარამ.
ეს კი ფოტოებია, ექსპერიმენტის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ. როგორც თავად ამბობს და ფოტოებზეც ჩანს, სახის კანი გაეწმინდა, ნაოჭები შეუმცირდა და მზერაც უფრო მშვიდი და ნათელი გახდა. თუ ვინმე გადაწყვეტს სარას მიბაძოს, წყლის რაოდენობის გამოთვლის გარდა, კიდევ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს: წყლის მიღება საჭიროა ხშირად და მცირე რაოდენობიდ და უმჯობესია, თუ წყლის ნახევარზე მეტს, დღის I ნახევარში მიიღებთ.
5576 11-ს მოსწონს
|