x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გულახდილობა, როგორც ტესტი

ყველაზე ცუდი, რა თქმა უნდა, ავადმყოფობის შემდეგ, საკუთარ თავში გაურკვევლობა არის: რა მინდა, სად წავიდე და რას ვგრძნობ? – ასეთი კითხვებ, ალბათ, ბევრს დაუსვია საკუთარი თავისთვის. განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი შეყვარებული არის. ისეც ხდება, რომ ადამიანი ცხოვრების ორიენტირებს ისე კარგავს, რომ უეცრად საკუთარ თავს იმ ადამიანებს შორის პოულობს, რომლებთანაც ურთიერთობას არასდროს ისურვებდა. როგორ უნდა გავიგოთ, ვინ არის სინამდვილეში ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი და ვინ არა?
ამ კითხვაზე პასუხი, ქვემოთ მოცემულ იგავში არის.


image

image

— იცი, — ამბობს ერთი, — ეხლა ერთდროულად 5 გოგოს ვხვდები. და ამ ყველაფერმა ძალიან დამღალა, მაგრამ ერთი ვერაფრით ამოვირჩიე.

— მაგ პრობლემის მოგვარებაში, გულახდილობა დაგეხმარება — რჩევა მისცა მეგობარმა.
— როგორ თუ — გულახდილობა?
— აი ასე: ადექი და ყველას სიმართლე უთხარი დანარჩენების შესახებ. შენც დაისვენებ და პრობლემასაც მოაგვარებ — იმ ერთადერთს იპოვი, ვინც დღემდე ვერ შეგირჩევია.
— მერე, ეს დამეხმარება?
— შენ სცადე, და ნახავ.

მეგობრები ერთმანეთს ნახევარი წლის შემდეგ ისევ შეხვდნენ:

— აბა, რა ქენი? გაითვალისწინე ჩემი რჩევა?
— კარგი რჩევა იყო. დიდი მადლობა. როგორც კი გულახდილობა დავიწყე, ორმა მაშინვე უარი თქვა ჩემთან შეხვედრების გაგრძელებაზე. დარჩა სამი და აქ დაიწყო ყველაზე საინტერესო. მე ძალიან მალე აღმოვაჩინე, რომ ყველასთან ერთნაირად გულახდილი ვერ ვიქნებოდი. ერთისთვის ყველაფრის მოყოლა შემეძლო, მეორესთვის – მხოლოდ ნაწილის, მესამეს – ვერაფერს ვეუბნებოდი. ამავდროულად, ერთის შესახებ ყველაფრის მოყოლა შემეძლო, მაგრამ მეორეზე სალაპარაკოდ, ენა არ მიბრუნდებოდა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ აღმოვაჩინე – მე შემეძლო ერთისთვის ყველაფრის მოყოლა, მაგრამ მის შესახებ არავისთან მინდოდა საუბარი.
— და შენც სწორედ ის აირჩიე, — საუბარი მეგობარმა შეაწყვეტინა.
— სწორედ ასეა. საინტერესოა, რომ ეს უბრალო მეთოდი ასე კარგად მუშაობს.
— ასე იმიტომ ხდება, რომ გულახდილობა — გრძნობების მაჩვენებელი არის. ის სწრაფად ავლენს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ერთად სიარულს ვერ გააგრძელებენ. ამასთან, არა მხოლოდ სიყვარულში. მე ყოველთვის ვშორდები მას, ვისთანაც ვერ ვახერხებ გულახდილობას, და იმას ვუკავშირებ ჩემს ცხოვრებას, ვის შესახებაც არ შემიძლია სხვებთან საუბარი.

0
177
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0