x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
მოკლე და სასარგებლო რჩევები, ცხოვრების გასაუმჯობესებლად

imageimage

1. სვით ბევრი წყალი.

2. ისაუზმეთ მეფურად, ისადილეთ – პრინცივით და ივახშმეთ გლახაკივით.

3. მიირთვით უფრო მეტად მცენარეული პროდუქტები და ნაკლებად – პროდუქტები რომლის წარმოებაც ქარხნებში ხდება.

4. უფრო მეტი წიგნი წაიკითხეთ, ვიდრე წინა წელს.


5. დაჯექით სიჩუმეში, თუნდაც 10 წუთით, ყოველდღიურად.

6. იძინეთ 7 საათი.

8. იარეთ დღეში 10-30 წუთი სუფთა ჰაერზე. სიარულის დროს, გაიღიმეთ.


პირადულზე:

image

1. ნუ შეადარებთ თქვენს ცხოვრებას სხვის ცხოვრებას. თქვენ არ შეგიძლიათ იცოდეთ მან რა გადაიტანა და როგორი იყო მისი გზა.
2. გათავისუფლდით ნეგატიური აზრებისგან და ნივთებისგან. მათ ნაცვლად, თქვენი ენერგია დადებით აწმყოში დააბანდეთ.
3. აკეთეთ ის, რისი გაკეთებაც ნამდვილად შეგიძლიათ. იცოდეთ საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი.
4. ნუ განიკითხავთ საკუთარ თავს მეტისმეტად მკაცრად.
5. ნუ დახარჯავთ ენერგიას ჭორებზე.
6. ხშირად იოცნებეთ ძილის წინ.
7. შური დროის ტყუილი კარგვა არის. თქვენ უკვე გაქვთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ.
8. დაივიწყეთ წარსულის პრობლემები. ნუ გაიფუჭებთ მათი გახსენებით აწმყოს.
9. სიცოცხლე მეტისმეტად მოკლეა საიმისოდ, რომ ის სიძულვილზე დახარჯოთ. ნუ შეიძულებთ სხვებს.
10. თქვენს ბედნიერებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენა ხართ.
11. გაიგეთ, რომ ცხოვრება – სკოლაა, და აქ იმიტომ ხართ, რომ ეს შეიცნოთ. პრობლემები — უბრალოდ სასწავლო პროგრამის ნაწილი არის, რომლებიც ჩნდებიან და ქრებიან. მიღებული გაკვეთილი კი სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ.
12. რაც შეიძლება ხშირად გაიღიმეთ და იცინეთ.
13. ვალდებული არა ხართ ყველა კამათი მოგებით დაასრულოთ.


ადამიანებთან დამოკიდებულების შესახებ:

1. ხშირად დაურეკეთ თქვენს ახლობლებს.
2. ყოველდღე გააკეთეთ რაღაც კარგი სხვებისთვის.
3. მიუტევეთ ყველას ყველაფერი.
4. გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო ადამიანებთან, რომელთა ასაკი 0-დან – 6-მდე და 70 წელს ზევით არის.
5. დთეში, უკიდურეს შემთხვევაში, 3 ადამიანს მაინც გაუღიმეთ.
6. ის, რასაც სხვები ფიქრობენ თქვენზე – თქვენი საქმე არ არის.
7. თუ ცუდად გახდებით, თქვენი სამუშაო არ იზრუნებს თქვენზე. ასე, რომ, ნუ დაკარგავთ კავშირს ახლობლებთან და მეგობრებთან.


ცხოვრებაზე:

1. მოიშორეთ თავიდან ყველაფერი, რაც თქვენთვის სასარგებლოდ არ მიგაჩნიათ, რასაც ლამაზად არ თვლით ან რაც სიხარულს არ განიჭებთ.
2. სიტუაცია კარგია თუ ცუდი, ის აუცილებლად შეიცვლება.
3. მიუხედავად იმისა, თუ როგორ გრძნობთ თავს, საწოლიდან ადექით, ჩაიცვით და წადით.
4. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საუკეთესო თქვენს ცხოვრებაში, ჯერ კიდევ წინ არის.

1
254
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
254
  
2017, 16 ნოემბერი, 10:08
ეჰ, სადაა 7 საათი ძილის დრო :(
0 1 1