x
image
hamunaptra1990
მაილი საირუსი
imageპოპულარული ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. დაიბადა 1992 წლის

23 ნოემბერს. მაილის მამა ბილი რეი საირუსი როკ მომღერალია. საირუსი სამსახიობო კარიერას ბავშვობიდანვე დაეუფლა. ის თორმეტი წლის იყო, როდესაც მიიწვიეს დისნეის სტუდიაში და მთავარ როლზე დაამტკიცეს ერთ-ერთ სერიალში. ეს იყო მაილის პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

დროის სვლასთან ერთად დაიხვეწა მისი სამსახიობო უნარებიც და 2010 წელს გამოვიდა ფილმი "უკანასკნელი სიმღერა", რომელიც საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა მსახიობისთვის.

2012 წლის 4 მაისს კი გამოვიდა ფილმი, სახელწოდებით "LOL", სადაც მაილი დემი მურთან და ეშლი გრინთან ერთად თამაშობს.


image


ახალგაზრდა მსახიობი დასახელებულია ცნობილ და გავლენიან ადამიანთა შორის. ის ამ სიაში მე-13 ადგილს იკავებს. მოგეხსენებათ, რომ მაილი ქველმოქმედიცაა, იგი ბევრს მოგზაურობს და აფინანსებს მსოფლიოში უკიდურესად გაჭირვებულ ბავშვთა ოჯახებს.













image2006-2007 წლებში ხვდებოდა ნიკ ჯონასს, ჯგუფ ძმებ ჯონასებიდან.

2008-2009 წლებში ურთიერთობა ჰქონდა მოდელ ჯასტინ გასტონთან,

რომელთა სასიყვარულო ისტორიაც დიდი ხნით არ გაგრძელებულა.

ამჟამად, ის ხვდება მსახიობ ლიამ ჰემსვორტს, წყვილი რამოდენიმეჯერ დაშორდა ერთმანეთს, თუმცა ისინი კვლავ ერთად არიან. 31 მაისს ისინი დაინიშნენ. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მათი გულშემატკივარი ქორწილსაც იხილავს.


image









































1
121
3-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
121
  
2012, 23 ივნისი, 1:08
რრრ
რრამხელა დეკოლტეა
0 1 1