შოუბიზნესი მონიკა ბელუჩი უფრო გაახალგაზრდავდა 2017, 9 ნოემბერი, 17:10 ის არც თუ ისე ხშირად ჩნდება სპორტდარბაზებში და არც მაინცდამაინც მკაცრი დიეტების მოყვარული და დამცველია.ის არასოდეს მიმართავს პლასტიკურ ქირურგებს დასახმარებლად და არ ცნობს ბოტოქსებს. ჩვენდა გასაოცრად კი მსახიობი და მოდელი რომელიც 52 წლისაა, არაჩვეულებრივად გამოიყურება და ასაკი საერთოდაც არ ეტყობა - წერს "kleo". ახლახანს მონიკა ბელუჩი ვარსკვლავურ ცერემონიაზე The Virna Lisi Award რომელიც რომში ჩატარდა, წარსდგა თავისი მომხიბვლელი ღიმილითა და დიდებით.მსახიობმა ერთ - ერთი პრიზი და პრემია დაიმსახურა.მაგრამ კრიტიკოსებიც და მოდის თაყვანისმცემლებიც, რომლებიც დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ, ყურადღებას ამახვილებდნენ არა პრიზებსა და პრემიებზე, არამედ მსახიობის ახალ ვარცხნილობაზე. როგორც წყარო წერს, მსახიობის გრძელმა კარემ და თხელმა ჩოლკებმა იტალიელი სექს სიმბოლო 50 წელზე ნაკლები ასაკის წარმოაჩინა.სოციალურ ქსელში ახალი მოწოდებები და იტალიელებისთვის დამახასიათებელი სიამაყის სიტყვებით ხდება მსახიობის მშვენიერების დემონსტრირება - " ყველაზე ლამაზი ქალი ამ სამყაროში" . წერენ თანამემამულენი და არც არავინ დაობს, რომ მონიკა ბელუჩი მართლაც უბერებელი სილამაზეა. 373 5-ს მოსწონს
|