შოუბიზნესი სამყაროს ტოპ 9 ყველაზე ცუდი სახის კანის სუპერ ვარსკვლავი 2015, 28 აგვისტო, 12:10 შოუბიზნესის ვარსკვლავების ერთი ნაწილი სახის კანის უზღვავი პრობლემებით გამოირჩევა, რაც ხშირ შემთხვევაში შეუმჩნეველი რჩება მილიონობით გულშემატკივარს, ისინი ხომ უზადოდ გამოიყურებიან ტელეეკრანებზე, ჟურნალ - გაზეთებში და ფილმებსა თუ სცენაზე პროფესიულად შერჩეული მაკიაჟის წყალობით. მაგრამ ისინი თავად საუბრობენ ამ თემებზე და საზოგადოებას რჩევებსაც აძლევენ, თუ როგორ შეიძლება სახიდან აკნეს მოშორება და მისი მოვლა.სტატიაში სამყაროს ტოპ 9 სუპერ ვარსკვლავს წარმოგიდგენთ, რომლებიც დიდების მწვერვალზე არა ერთხელ ავიდნენ და რომლებიც ამ პრობლემებითაც არიან ცნობილნი.
მეგან ფოქსი, ჰოლივუდის სექს სიმბოლოდ აღიარებული უმშვენიერესი მსახიობი, არა ერთი ფილმის მთავარი პერსონაჟი და საუკეთესო მსახიობი, რომლის სახეს აშკარად ეტყობა, რომ უსაშინლესი სახის კანი აქვს.კამერონ დიასი, ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც საჯაროდ ხშირად საუბრობდა ცუდ კანზე და იმაზე, როგორ ებრძოდა ის აკნეს.ჟურნალ Marie Claire მიცემულ ინტერვიუში კამერონ დიასი ამბობდა:- " მე მქონდა საშინელზე საშინელი სახის კანი. ეს საშინელება უხერხულობას მიქმნიდა. მე ყველაფერი გავაკეთე, რაც კი შეიძლებოდა".მომღერალი ალისია კეისი მისთვის შეუფერებელი გადატვირთული გრაფიკის გამო გახდა აკნეს მსხვერპლი. როგორც წყარო წერს, ყოველთვიური ჰორმონალური პრობლემები მკაცრი სტრესული გრაფიკით იყო გამოწვეული. ის გამორჩეული ვარსკვლავია, რომელსაც არ სჭირდება რაიმეს დანერგვა.მან 35 მილიონად გაყიდა თავისი ახალი ალბომი და 15 პრემია მიიღო Grammy Awards for her musical endeavours.ვინ იფიქრებდა, რომ ჰოლივუდის ყველაზე მომხიბვლელ ვარსკვლავს ბრედ პიტს იგივე პრობლემები ექნებოდა.მსახიობს სერიოზული შრამები და აკნეთი ჰქონდა სახე დაფარული, რაც 50 წლის ასაკში განსაკუთრებით დაეტყო. დერმატოლოგები აქტიურად ურჩევდნენ, რომ dermabrasion კურსი ჩაეტარებინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საუკეთესოდ ეწინააღმდეგება აკნეს ნაწიბურებს.
თანამედროვე მოდის სამყაროს აქტიური და თვალსაჩინო წარმომადგენელი ვიქტორია ბექჰემი ხშირად მიმართავდა ქიმიურ პილინგებს, ლაზერულ მკურნალობას და კოსმეტიკურ ქირურგიასაც, მას აკნეს ასაქერცლი ბუნებრივი საშუალებებიც გამოუყენებია, გამწმენდი და დამატენიანებელი პროცედურებიც ჩაუტარებია სხვადასხვა ცნობილ დერმატოლოგებთან.მოდელს კეით მოსს დისკრიმინაცია ნამდვილად არ განუცდია ცუდი კანის გამო და წარმატებული მოდელი იყო თავისი მასშტაბური განუზომელი სიმაღლითა და მონაცემებით. მას სასტიკად ჰქონდა აკნე ნიკაპზე და ცხვირის ტერიტორიაზე, მაგრამ ქიმიურმა პილინგმა მას საშინელებები სახიდან მოაშორა და ტალანტური კეით მოსი დღეს ისეთი ცნობილი ბრენდების სახეა, როგორებიცაა Chanel, Rimmel, Dolce & Gabbana, and Gucci.
ერთ - ერთ ინტერვიუში ადამ ლევინი წერდა: - " ეს საშინელებაა, რომელიც ბავშვობიდან მქონდა და უზარმაზარ კომპლექსებს მიქმნიდა... რამდენჯერ ოთახში გამოკეტილი გამონაყარებს მარტო ვებრძოდი, მე ძალიან მრცხვენოდა ჩემი აკნესი.დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავი ვარ, არაფრით არ განვსხვავდები ჩვეულებრივი ადამიანებისაგან"...
არასწორი ცხოვრების წესით ცხოვრება, როგორიცაა გადაჭარბებული ალკოჰოლი და სიგარეტი მოზარდის ორგანიზმში დერმატოლოგების აზრით იწვევს აკნეს. მაილი საირუსის სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით აშკარაა, რომ პოპ ვარსკვლავი არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს - წერს წყარო.მიუხედავად იმისა, რომ პოპ დივას რიანას მხატვრებისა და პროფესიული დერმატოლოგების უზარმაზარი არმია ახვევია გარს, ის მაინც აკნეს მატარებელია.პოპ პრინცესა მაკიაჟში მალავდა სახის სიმახინჯეს, მაგრამ ჩასაფრებული პაპარაცების თვალს რა გამოეპარება და ამის გამო ვარსკვლავი სტრესშიც იყო. 1454 9-ს მოსწონს
|