შოუბიზნესი ქართველი სექსსიმბოლო შორენა ბეგაშვილი დედის ამპლუაში და ჟურნალ "funtime" - თვის გამართული ფოტოსესია ( + ფოტოები ) 2015, 7 ივლისი, 23:11 არა ერთი სტატია მიუძღვნეს ქართველ ლამაზმანს შორენა ბეგაშვილს, თუმცა გულრწფელად უნდა ითქვას, რომ მშობელ დედაზე არანაკლები სილამაზით გამოირჩევა შორენას 13 წლის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე.მსახიობიც, ტელეწამყვანიც, ფოტომოდელიც, სხვადასხვა ფირმის აქტიური სახეც და ამ ყველაფერს ჰარმონიულად ურწყავს საუკეთესო დედობას. სულ ცოტა ხნის წინ მსახიობმა ქალიშვილთან ერთად ფოტოსესია მოაწყო ჟურნალ "funtime" - თვის. ფოტოსესია მთაწმინდაზე და კუს ტბაზე მუზაში გაიმართა. აი, რას ამბობს მსახიობი დედობრივ გრძნობაზე: - " 18 წლის ასაკში გავხდი დედა.დედობა, ერთის მხრივ ძალიან რთულია და მეორეს მხრივ უზომოდ სასიამოვნო. ეს დიდებული გრძნობა ყველა სირთულეს გავიწყებს. ჩემი შვილი ჩემი ცხოვრების აზრია და მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ. ევა იმ ასაკშია, როცა დროს თვითონ მითმობს ხოლმე.ერთად დავდივართ მაღაზიებში, ვასეირნებთ ძაღლებს და ბევრს ვსაუბრობთ.ვცდილობ, მივცე ქალური რჩევები და ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებაც გავუზიარო". ცნობისათვის, მსახიობს და ფოტომოდელს, ისევე როგორც ტელეწამყვანს ხვალ 33 წელი უსრულდება, რასაც როგორც თავად ამბობს, მტკივნეულად განიცდის. ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში შორენა ბეგაშვილი ქალიშვილის თანატოლებზე - ანუ ზოგადად მომავალ თაობაზე სიხარულით საუბრობს და ამბობს: - " არაჩვეულებრივი თაობა მოდის, ძალიან ნიჭიერი, ლამაზი, ტანადი - შეხედვა რომ გაგიხარდება, ისეთები არიან. ჩემს შვილსა და ზოგადად, მომავალ თაობას ბედნიერებას, ჯანმრტელობას და დიდ სიყვარულს ვუსურვებდი. იცხოვრონ ისე, როგორც თავად გაუხარდებათ და მათ მშობლებსაც ესიამოვნებათ".შვილზე უზომოდ შეყვარებული დედა ქალიშვილის საუკეთესო მეგობარი და დიდი მესაიდუმლეა. მას შეუძლია მშვიდად და არგუმენტირებულად აუხსნას 13 წლის მოზარდს თუ რა არის ცუდი და რა - კარგი. 734 13-ს მოსწონს
|