შოუბიზნესი ანუკი არეშიძის ჩვენება, რომელიც კიევში გაიმართა, წარმოშობით რუსმა სუპერმოდელმა - ირინა შეიკმა დახურა(+ ბევრი ფოტო ) 2013, 23 ნოემბერი, 3:02 მას შემდეგ, რაც ანუკი არეშიძისა და ბიჭოლა თეთრაძის გზები გაიყო, ორივე მათგანი წარმატებით მოღვაწეობს უკრაინაში. კიევშიგამართულმა ჩვენებამ კი კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება და ანუკის გულშემატკივარი, თუ რაოდენ წარმატებულია 24 წლის ყოფილი ქართველი მოდელი და ამჟამად დიზაინერი, ყოფილი ფეხბურთელისა და ამჯერად საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მეუღლე და მალე სამი შვილის დედა - ანუკი არეშიძე.ეს იყო დიზაინერის პირველი ჩვენება - "ANOUKI S/S 2014 fashion".
ყველაზე საინტერესო უკრაინაში გამართულ ჩვენებაზე იყო წარმოშობით რუსი მოდელის ირინა შეიკის გამოჩენა პოდიუმზე, რამაც კიდევ უფრო მეტი ხიბლი შესძინა საღამოს.სუპერმოდელმა ანუკის კოლექციიდან ერთ - ერთი კაბა მოირგო და ჩვენებაც მანვე დახურა. ფოტომასალა, რომელიც სწრაფი ტემპით გავრცელდა ინსტაგრამზე და ფეისბუქზე, თავად ანუკიმ პოდიუმიდან და კულისებიდან თვითონ გამოაქვეყნა.ერთ - ერთ ფოტოზე ქართველმა დიზაინერმა წარწერაც კი განათავსა და აღნიშნა, რომ ირინა შეიკი მისთვის სილამაზის ეტალონია. ფოტოები ანუკის ჩვენებიდან ინსტაგრამზე განათავსეს სხვა ქართველმა ლამაზმანებმაც. მათ შორის მომხიბლავმა და ულამაზესმა სალომე ღვინიაშვილმა, რომელსაც ფოტო სუპერმოდელთან აქვს გადაღებული და აგრეთვე ქართველმა მოდელმა ნინი ზარქუამ. ჩვენების ფინალის ამსახველი კადრი, რომელიც რუსმა მოდელმა დახურა და ანუკის ერთ - ერთი კაბა წარმოადგინა, ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურება. 211 12-ს მოსწონს 2-ს არა
|