x
image
გემი დალანდი
რას ფიქრობენ მამაკაცები მაკიაჟზე
image

გიფიქრიათ ოდესმე, იმ გულმოდგინების მიუხედავად, რასაც თქვენ მაკიაჟის გაკეთებისას იჩენთ, რას ფიქრობენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები თქვენს მაკიაჟზე?


აი, რას ფიქრობენ მამაკაცები იმ საშუალებებზე, რომლითაც თქვენ საათობით იპრანჭებით სარკის წინ და ცდილობთ უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდეთ:

ონალური კრემი



ი.31 წლის -“რომ შემეძლოს ტონალურებს ავკრძალავდი. შეყვარებული მყავს და ყოველთვის, როცა თავს მხარზე მადებს ან ლოყაზე მკოცნის, ვგრძნობ როგორ დარჩა კვალი ჩემს მაისურსა და სახის კანზეც. მისი სმარტფონი უნდა ნახოთ! ცხიმიანი ლაქებითაა დაფარული! არ მესმის, რა საჭიროა ამის წასმა, თუ გადასაღებ მოედანზე ან სცენაზე არ ხარ."


image

თ.40 წლის-“წინააღმდეგი არ ვარ თუ ვიზუალურად შეუმჩნეველია, რომ გოგოს რაღაც უსვია სახეზე. თუმცა, ეს იშვიათობაა, ხშირად გოგონები ისე იღებებიან, რომ სახის კანსა და დეკოლტეს ფერს შორის დიდი განსხვავებაა."


ი.35 წლის-“მესმის, რომ გოგონებს სურთ ისე გამოიყურებოდნენ, როგორც ეს რეკლამებშია. სასიამოვნოა ჯანსაღი ფერის, უნაკლო სახის კანის ყურება, მაგრამ ჩამოიბანეთ ეს ყველაფერი სახლში მოსვლის შემდეგ. მე მინდა, რომ ადამიანს ვაკოცო და არა თოჯინას."


წარბები


ა.24 წლის-“ჩემი შეყვარებული სალონში დადის, სადაც მას წარბებს უკეთებენ და უხატავენ. თუ მას ასე მოსწონს ჯანდაბას, მე მისი ნატურალური წარბებიც მაკმაყოფილებდა."

თ.40 წლის-“წარბების მაკიაჟში ვერ ვერკვევი, მაგრამ თუ მეც კი შევამჩნიე, რომ წარბები შეღებილია, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ცუდადაა შეღებილი. ასეთ გოგონებს კი სამწუხაროდ ბევრს ვამჩნევ."


ტუში და ჩრდილები

ი.31 წლის-“შეღებილი თვალები ლამაზია, მომწონს.ერთადერთი რაც “მკლავს"-სულ ახალ-ახალი უნდათ. კოლექციონერობის პრინციპით ყიდულობენ:ვიყიდი, იყოს-პრინციპით."

ი.35 წლის-თვალის მაკიაჟის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. აი, მისაწებებელი წამწამები კი საშინელებაა."

ა. 24 წლის-“არ მიყვარს ღია ფერის ჩრდილები და სქელი “ისრები", ეს არავის უხდება. აი, ლამაზად ჩახატული თვალები ნატურალურზე ლამაზიც კია."

image

პომადა

ი.35 წლის-“პომადა-კაცების წყევლაა. გოგონები ჩვენთვის იღებავენ ტუჩებს, მერე კი უარს ამბობენ კოცნაზე მაკიაჟის გაფუჭების გამო. მეც არ მომწონს პომადით გათხუპვნის იდეა მაინცდამაინც."

თ.40 წლის-“მომწონს, როცა ქალს წითელი ტუჩები აქვს. კოცნით შემიძლია ლოყაზეც ვაკოცო. მხოლოდ არ მესმის რატომ ისვამენ უცნაური შეფერილობის პომადებს-ნარინჯისფერს, ბეჟს, მოლურჯოს..."

ი.31 წლის-“თუ ფერმკრთალი ტუჩები აქვთ, მაშინ პომადა საჭიროა, მაგრამ ზოგჯერ ტუჩების მკვეთრი წითელი ფერი მხოლოდ გაშინებს."


რუჟი

ი.35 წლის-“გულახდილად რომ გითხრათ ამაზე არ მიფიქრია.ისევ მოდაშია?"

ა.38 წლის-“არ მიფიქრია, ალბათ, ლოყებს თუ ძალიან გაიწითლებ-საშინელება იქნება, მაგრამ ასეთი არ მინახავს."

ა.24 წლის-“ვიცი, რომ ასეთი რაღაც არსებობს, მაგრამ ის ფაქტი, რომ შემენიშნოს ვინმეს ის ცუდად ან კარგად უსვია-არ მახსენდება."


1
71
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
71
  
2017, 9 ნოემბერი, 19:33
"თ.40 წლის-“წარბების მაკიაჟში ვერ ვერკვევი, მაგრამ თუ მეც კი შევამჩნიე, რომ წარბები შეღებილია, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ცუდადაა შეღებილი..." ----- ყველაზე მეტად ეს მომეწონა. :)
0 1 1