x
image
გემი დალანდი
10 რამ, რაც საწინააღმდეგო სქესს მაგნიტივით იზიდავს
როგორი ადამიანები ითვლებიან მიმზიდველებად? ცისფერთვალება ქერები თუ შავგვრემნები, პატარა წვერით? შესაძლოა, ეს ასეცაა, მაგრამ სხვა კრიტერიუმებიც არსებობს, რომლებიც ასეთი მკაფიო და ცხადი ნამდვილად არაა. მეცნიერები, სხვადასხვა ქვეყნებში, დაუღალავად ატარებენ გამოკვლევებს, რათა გაარკვიონ ქალისა თუ მამაკაცის როგორი ტიპაჟი მოსწონთ ყველაზე მეტად საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს.

მაშ ასე, რა იზიდავთ ყველაზე მეტად ქალებსა და მამაკაცებს ერთმანეთში:

1.სახის გამომეტყველება

image2011 წელს შეეცადნენ დაედგინათ, თუ როგორი გამომეტყველება იზიდავთ ადამიანებს საწინააღმდეგო სქესში. კვლევაში 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ყოველ მათგანს ადამიანების ფოტოებს უჩვენებდნენ სახის სხვადასხვაგვარი გამომეტყველებით. შედეგად, დადგინდა, რომ მამაკაცებს მოსწონთ, როცა ქალს ბედნიერი გამომეტყველება აქვს, იღიმება, თვალები უციმციმებს... ქალებს კი ისეთი მამაკაცები მოსწონთ, რომელთა სახეზეც სიამაყე და თავდაჯერებულობაა აღბეჭდილი.


როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ეს შედეგები სრულიად შეესაბამება ევოლუციურ და სოციალურ-კულტურულ ნორმებს.


2.აქტიური ჟესტიკულაცია

2016 წელს ასეთი გამოკვლევა ჩატარდა:მეცნიერები ხანმოკლე პაემნებს აკვირდებოდნენ. შედეგად გაირკვა, რომ ქალებიც და კაცებიც უპირატესობას ისეთ პარტნიორს ანიჭებდნენ, რომლებიც აქტიურად იყენებდნენ ჟესტიკულაციას. სწორედ ასეთ ადამიანებთან ისურვებდნენ გამოკითხულები ხელმეორედ შეხვედრას.

ანალოგიური სიტუაციაა ფოტოგრაფიებთან დაკავშირებით. გაცილებით უფრო სიმპათიურებად და მიმზიდველებად დასახელდნენ ის ადამიანები, რომლებიც მოძრაობის დროს იყვნენ ფირზე აღბეჭდილები.


3.სურნელი

imageსხეულის ან სუნამოს სუნს შეუძლია ადამიანი მიიზიდოს, ან პირიქით, მოახლოების სურვილი დაუკარგოს. და მიუხედავად იმისა, რომ თუ პირიდან ნივრის სუნი ამოგდით ეს ფრიად არარომანტიულია, საერთო ჯამში ამ პროდუქტმა შესაძლოა ძლიერი სქესისთვის სასარგებლოდ იმოქმედოს.

მეცნიერებმა ექსპერიმენტით დაადგინეს, რომ ქალებს იმ მამაკაცის სხეულის სუნი იზიდავდათ, რომელთაც ნიორი ჰქონდათ ნაჭამი. მამაკაცებს კი უფრო საკონდიტრო ნაწარმის სუნი მოსწონთ-ფუნთუშების ან პოპკორნის. ამიტომ, თუ ქალს მამაკაცის მოხიბვლა სურს, შედარებით მოტკბო სურნელის მქონე სუნამო უნდა შეარჩიოს.


4.საწინააღმდეგო სქესის მშობლებთან მსგავსება

imageბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხშირად ქალები პარტნიორად ისეთ მამაკაცს ირჩევენ, რომელთაც ისეთივე თმა და თვალები აქვთ, როგორც ქალის მამას. იგივე სიტუაციაა კაცების შემთხვევაში:ისინი ისეთ გოგონებს ირჩევენ, რომლებიც მათ დედებს წააგვანან.

რათქმაუნდა, ყველა შემთხვევაში ასე როდი ხდება, მაგრამ თუ მსგავსება არსებობს, უფრო მეტი შანსიცაა ურთიერთობის ასაწყობად.


5.თმები

მამაკაცებს მოსწონთ გრძელთმიანი ქალები. მეცნიერთა მოსაზრებით, ეს ევოლუციის გავლენაა: გრძელი და ჯანმრთელი თმა ხომ იმის მანიშნებელია, რომ ქალი ჯანმრთელია და ჯანმრთელი ბავშვების გაჩენაც შეუძლია.

ქალები ასეთ დიდ ყურადღებას არ ამახვილებენ მამაკაცების ვარცხნილობაზე. ხშირად, ეს საკითხი გემოვნების საქმეა:ვიღაცას გრძელთმიანი კაცები მოსწონს, ვიღაცას მოკლეთმიანი .


6. შინაური ცხოველები

imageისრაელში მეცნიერებმა ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: მათ ქალებს სთხოვეს მამაკაცების შეფასება მათი ტექსტური აღწერილობის მიხედვით. ერთ მამაკაცს შინაური ცხოველი ჰყავდა, დანარჩენებს-არა. და ყოველთვის, როცა თხრობაში ძაღლი ფიგურურებდა, ქალებს მისი პატრონი მამაკაცი უფრო მიმზიდველად ეჩვენებოდათ სხვებთან შედარებით. მამაკაცებისთვის კი ის ფაქტი, ჰყავს თუ არა ქალს შინაური ცხოველი, ბევრს არაფერს ნიშნავს.


7.მუსიკა

2014 წელს მეცნიერებმა 1500 ქალს სთხოვეს რამდენიმე მუსიკალური კომპოზიციის მოსმენა, როგორც მარტივის, ისე რთულის. მუსიკის სირთულის დონე მასში გამოყენებული აკორდების რაოდენობით განისაზღვრა. ექსპერიმენტის მონაწილეებს უნდა დაესახელებინათ კომპოზიცია, რომელიც მათ უფრო მიმზიდველად მოეჩვენათ. ქალების უმრავლესობამ რთული კომპოზიცია დაასახელა და ისიც აღნიშნეს, რომ მზად იყვნენ ისეთ მამაკაცებთან ურთიერთობისთვის, რომლებიც ასეთ კომპოზიციებს ქმნიან.

კაცებში ასეთი ექსპერიმენტი არ ჩატარებულა, ამიტომ რთული სათქმელია რამდენად იმოქმედებს მუსიკა ქალის მომხიბვლელობის განსაზღვრაში.


8.ერთნაირი მოწონებით სარგებლობენ საწინააღმდეგო სქესში

imageხშირად შეხვედრიხართ ისეთ წყვილებს, რომელთაგან ერთი პარტნიორზე ბევრად უფრო მიმზიდველია? სინამდვილეში ასეთი წყვილები ცოტაა და გამონაკლისს წარმოადგენენ, რადგან მეცნიერებმა დაადგინეს და ფაქტებიც ადასტურებენ, რომ უმეტესად ადამიანები ისეთ პარტნიორს ირჩევენ, რომლებიც მათი მსგავსი მიმზიდველობით გამოირჩევიან. ამასთან, სიმპათიური ადამიანები მიდრეკილები არიან, რომ მაქსიმალურად ლამაზი პარტნიორი ჰყავდეთ, მაგრამ გამონაკლისებსაც ვერსად გავექცევით.


9. ალტრუიზმი

ალტრუიზმი იზიდავს როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს. მეცნიერების მოსაზრებით, ეს გენეტიკურადაა განპირობებული: ალტრუისტული ქცევა იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი მზრუნველი მშობელი იქნება.


10.ფეხის ზომა

imageხშირად, მამაკაცები თავისთვის მინიატურულ პარტნიორს ეძებენ და სწორედ ამიტომ, მათ პატარა ზომის ფეხი მოსწონთ ქალებში.

ქალები კი ასე კატეგორიულები არ არიან. მათ ათლეტური აღნაგობის მამაკაცებიც მოსწონთ, რომელთაც დიდი ფეხი აქვთ და ძლიერი სქესის მინიატურული წარმომადგენლებიც, პატარა ფეხით.

ევოლუციურად, ნებისმიერი ადამიანი მიდრეკილია, რომ კარგი პარტნიორი შეარჩიოს, რადგან ქვეცნობიერად ხვდება, რომ მას კარგი გენები ექნება და შესაბამისად კარგი შთამომავლობაც ეყოლება. მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის მზრუნველი და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია საჭირო, რომელიც თავის შთამომავლობაზე იზრუნებს კიდეც.


3
2006
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2006
  
2018, 17 დეკემბერი, 17:15
კი, ბევრი ასეთი შემთხვევაა უკვე :(
2018, 17 დეკემბერი, 17:00
შეიძლება, დღესაც დაიდო სტატია, რომელიც მეც დავდე ამას წინათ. ეს ჩემი დადებულია :http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/105380-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C/88/


ეს კი სხვა ავტორის:http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/106031-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%B0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%92%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%93%E1%83%90/2/
2018, 17 დეკემბერი, 16:13
გამარჯობა, ეს სტატია უკვე დევს ინტერმედიაზე http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/103248-%E1%83%94%E1%83%A1-10-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1/133/
0 1 3