x
image
გემი დალანდი
19 რამ, რასაც მამაკაცები ქალებზე ფიქრობენ,მაგრამ არ ამბობენ
მიხედავად დღეს ესოდენ პოპულარული გენდერული თანასწორობისა, ქალები კვლავ რჩებიან მამაკაცებისთვის გამოცანებად, ქალებს კი კვლავ უჭირთ მამაკაცების გაგება რიგ საკითხებში.

აი, რას ფიქრობენ ის მამაკაცები, რომელთაც გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა:

image

1.ქალების იმაზე ცუდად გვესმის, ვიდრე ჩვენ ვისურვებდით, მაგრამ იმაზე კარგად, ვიდრე ქალებს ჰგონიათ.


2.კაცებსაც უყვართ კომპლიმენტები გარეგნობასთან დაკავშირებით. თუ ქალი მამაკაცს ეტყვის, რომ წვერი უხდება, ეს შესაძლოა საკმარისი მიზეზი იყოს იმისთვის, რომ ამ მამაკაცმა სულ წვერი ატაროს.

3.სილამაზე-ეს სუბიქტური აღქმაა. ამიტომ, ყოველ კაცს სილამაზის გაგების თავისი სტანდარტები აქვს. 90/60/90 -ნამდვილად კარი პარამეტრებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცს მხოლოდ და მხოლოდ ყოველდღე ამ იდეალურ პარამეტრებთან ცხოვრება დააკმაყოფილებს.

4.საკმაოდ ბევრი მამაკაცი თვლის სრული აღნაგობის ქალს მიმზიდველად. ამიტომ, ნუ დაიტანჯავთ თავს, რაღაც შაბლონებთან დაახლოებით.

5.მამაკაცებიც ვიტანჯებით დეპრესიით და შფოთვებით, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ შეგვატყობთ. არ გვიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი. თუ ჩაგვაცივდებით ან დახმარებას შეეცდებით, შესაძლოა აგრესიაც გამოვამჟღავნოთ. თუ მამაკაცი მოისურვებს, რომ თავისი მდგომარეობის შესახებ გიამბოთ, ამას გააკეთებს კიდეც, ამიტომ, ნუ შეაწუხებთ გამოკითხვებით და დახმარების შეთავაზებით.

6.ჩვენ ვამჩნევთ თქვენი გარეგნობის ნაკლოვანებებს და მსუბუქ მოუვლელობასაც. უბრალოდ, როცა შეყვარებულები ვართ, იდეალურობა ნამდვილად არ დგას ჩვენთვის პირველ ადგილზე.

7.ჩვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია როგორ იცვამთ. ქალები უფრო სხვა ქალების დასანახად ცდილობენ, რომ რაც შეიძლება კარგად ეცვათ, ვიდრე მამაკაცის გამო.

8.მამაკაცებს მოსწონთ, როდესაც მათ რაღაც ნივთს ესვრიან და არა ხელიდან ხელში აწოდებენ. ეს ერთგვარი მამაკაცური გასართობია-შეამოწმონ თავისი თავი რეაქციის სისწრაფესა და სიზუსტეზე. ამ დროს ისინი ფიქრობენ-“რა მაგარი ვარ"

9.მსოფლიოში დაახლოებით 3 მილიარდი ქალია, რომელთა შორის ლამაზი და მიმზიდველი უფრო მეტია, ვიდრე ჭკვიანი და წარმატებული მამაკაცი-მამაკაცებში. ამიტომ, გაიხსენეთ ეს, როცა ჩვენგან ძალიან ბევრს მოითხოვთ და სამაგიეროდ არაფრის გაღება არ გსურთ.

10.ჩვენ ბუნებრივ სილამაზეს უფრო ვაფასებთ. დაე, თქვენი ჭორფლი და შრამი შესამჩნევი იყოს, ვიდრე ქალ-ვამპირს დაემსგავსოთ.image

11.ზოგჯერ გვინდა, რომ უბრალოდ გაჩუმდეთ. მამაკაცებს სიჩუმე გვიყვარს, სწორედ ამიტომ გვიყვარს თევზაობაც. თქვენ კი გამუდმებით უამრავი აზრი გიტრიალებთ თავში და მათზე ლაპარაკობთ. ეს კი დამღლელია, განსაკუთრებით სამუშაო დღის შემდეგ.

12.კაცებიც ვჭორაობთ, რათქმაუნდა ქალებზე!

13.ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვთ სად ვივახშმებთ, მთავარია საჭმელი გემრიელი იყოს და ფასებიც ადეკვატური, ამიტომ რესტორნების არჩევით ნუ დაგვტანჯავთ.

14.მამაკაცი არ ეტყვის ქალს, რომ მან რაღაც შეცვალოს გარეგნობაში:“არა ძვირფასო, ყველაფერი მშვენივრადაა, ისეთივე ლამაზი ხარ, როგორიც წლების წინ იყავი."

15.კაცებს სურთ, რომ უფრო მეტ ინიციატივას იჩენდეთ ურთიერთობაში.

16.კაცებს გვაქვს ასეთი “ყუთი" თავში, რომელშიც არაფერზე ვფიქრობთ. ზოგადად, კაცებს ასეთ ყუთებში გვაქვს დახარისხებული ოჯახი, ჰობი, სამსახური და ა.შ. ამიტომ, როცა მამაკაცს ეკითხებით რაზე ფიქრობს, და ის გპასუხობთ, რომ არაფერზე, ეს ასეცაა და ნუღარ ჩააცივდებით.

17.კაცებს უნდათ, რომ მათი თავისუფლება არ შეზღუდონ. პირადი სივრცე-მნიშვნელოვანია როგორც ქალისთის, ისე მამაკაცისთვის.მიეცით უფრო მეტი თავისუფალი დრო, რომ ის საქმე აკეთონ, რაც მათ მოსწონთ.

18.მამაკაცებს მოსწონთ, როცა ქალი რჩევას ეკითხება. ხშირად ჰკითეთ რჩევა საყვარელ მამაკაცს და ნახავთ როგორ გაამყარებს ეს თქვენს კავშირს.თუმცა, უკიდურესობაშიც ნუ გადავარდებით და პომადის ფერის ან სუნამოს ასარჩევად ნუ მიმართავთ მაინცდამაინც.

19.მამაკაცებსაც სჭირდებათ თანადგომა და გამხნევება, ისე, რომ ამით არ შეაწუხოთ. კაცები ძალიან განიცდიან, როცა რაღაც ისე არ გამოსდით ან არაკომპეტენტურები არიან, მაგრამ ამას არ აღიარებენ, მაშინაც კი, როცა იციან, რომ ქალი მართალია.ამის აღიარება მათთვის სიკვდილის ტოლფასია. ამიტომ, როცა მამაკაცი ქალთან აღიარებს, რომ შეცდა ან მართალი არ იყო, ეს მის ნდობაზე მიანიშნებს ქალის მიმართ.

image

0
375
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0