
ურთიერთობის დასაწყისში ყველას ჰგონია, რომ ეს სამუდამოა. სამწუხაროდ, ხშირად ასე არ ხდება. თუმცა, არის 10 ფაქტორი, რომელთა არსებობაც თქვენს ურთიერთობაში იმაზე მიუთითებს, რომ პარტნიორთან მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნებით. მაგრამ გახსოვდეთ: თუ ყველა პუნქტს ვერ აკმაყოფილებთ, ეს ნამდვილად არ გახლავთ დამწუხრების მიზეზი. ყველა ურთიერთობა ხომ ბოლოს და ბოლოს, სუბიექტურია.
1. ერთ სოციალურ ფენას მიეკუთვნებით

ურთიერთობის დასაწყისში ეს განსხვავება თვალშისაცემი არაა. მაგრამ წარმოიდგინეთ: თქვენი პარტნიორი სულ სხვაგვარადაა აღზრდილი, სხვადასხვა მოვლენების მიმართ სხვა შეხედულებები აქვს და არც თქვენი ესმის ყველაფერში. რა თქმა უნდა, ხდება, რომ ასეთი ადამიანები ერთმანეთს სწავლობენ და ეწყობიან, მაგრამ გაცილებით მარტივია, როცა ერთსა და იმავე წიგნებზე ხართ აღზრდილნი.
2.ერთნაირი იუმორი გაქვთ

უბრალოდ შესანიშნავი გრძნობაა, როცა პარტნიორის იუმორი გესმით და უფრო სასიამოვნოა, როცა ხედავთ, რომ თქვენი ხუმრობა მოსწონს.ოჯახურ ურთიერთობებში ზოგჯერ მხსნელად სწორედ იუმორი გვევლინება და თუ ერთ ტალღაზე ხართ, ჩათვალეთ, რომ ეს უკვე წარმატებული ოჯახური ცხოვრების 90%-ია.
3.ბავშვების აღზრდაზე ერთნაირი შეხედულება გაქვთ

როცა ადამიანები ბავშვის ყოლის გადაწყვეტილებას იღებენ, ეს უკვე თავისთავად მიუთითებს, რომ მათი ურთიერთობა სერიოზულია. მაგრამ, ხდება, რომ თქვენ ორი შვილი გინდათ, თქვენს ქმარს კი ერთი, ან თქვენ ბავშვის გაკაჟება გინდათ, თქვენს მეუღლეს კი უბრლოდ ზარავს იმის წარმოდგენა, რომ მისი შვილი წინდების გარეშე იძინებს.
უმჯობესია მსგავსი საკითხები წინასწარ განიხილოთ (თუმცა არა პირველ პაემანზე), რათა წარმოდგენილი გქონდეთ და მოემზადოთ იმისთვის, რაც წინ გელოდებათ.
4.ფინანსურ საკითხებში სოლიდარულები ხართ

ძალიან რთულია ისეთ ადამიანთან შეგუება, რომელიც ფულს ფლანგავს ან პირიქით-ზედმეტ ხელმომჭირნეობას იჩენს. ფინანსების თემა ძალიან სათუთი რამაა და არ ღირს ცხოვრება ისეთ ადამიანს დაუკავშიროთ, რომელიც თქვენს ღირებულებებს არ იზიარებს.
5.მსგავსი ცხოვრებისეული შეხედულებები გაქვთ

“ოჯახური ნავი ცხოვრების მდინარეში დაიმსხვრა"-იმისთვის, რომ ამ დრამის მონაწილე არ გახდეთ, უმჯობესია წინასწარ გაეცნოთ თუ როგორია მომავალ პარტნიორთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. თუ თქვენ ძალიან აკურატული ადამიანი ხართ, თქვენმა პარტნიორმა კი არც იცის სადაა კარადა-ეს უკვე საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ დაფიქრდეთ: ღირს კი ასეთ ადამიანს დაუკავშიროთ ბედი მთელი ცხოვრება?
6. თქვენი ტემპტერამენტი ინტიმურ სფეროში ემთხვევა

აქ უკვე თავისთავად ცხადია: თუ თქვენი სურვილები რეგულარულად დაუკმაყოფილებები რჩება, ნამდვილად არ იქნებით ამით აღფრთოვანებული.
7. თქვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტები ემთხვევა

დიახ, ნამდვილად რთულია ისეთ ადამიანთან ცხოვრება, რომელსაც სულ სხვა პრიორიტეტები აქვს. თუ თქვენს ცოლს დიასახლისობა ურჩევნია, თქვენ კი ნამდვილად არ გეგმავდით, რომ ერთადერთი შემომტანი ყოფილიყავით ოჯახში, მოგიწევთ კომპრომისზე წასვლა. და თუ მზად არ ხართ ზედმეტი ძალები დახარჯოთ იქ, სადაც უფრო მარტივი გადაწყვეტილების მიღება შეიძლებოდა, უმჯობესი იქნება თუ კარგად დაფიქრდებით სერიოზული ურთიერთობის დაწყების წინ.
8.ერთობლივი მომავლისთვის ორივე მომწიფებული ხართ

თუ თქვენ უკვე მომწიფებული ხართ ოჯახის შექმნისთვის, თქვენი პარტნიორი კი ხელის თხოვნას აჭიანურებს, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ურთიერთობაზე.გადახედეთ თქვენს ურთიერთობებს, რა პრიორიტეტები აქვს თქვენს პარტნიორს, მასაც უნდა თუ არა ოჯახი.
9.ერთად საინტერესოდ ატარებთ დროს

როცა თქვენი ურთიერთობა დიდი ხანია გრძელდება და პარტნიორს უკვე კარგად იცნობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დროს საინტერესოდ ატარებდეთ. ეს შეიძლება იყოს კინოში წასვლა, რომანტიკული საღამო ან გასეირნება. მთავარია, რომ ორივე კომფორტულად გრძნობდეთ თავს.
10.არ ცდილობთ ერთმანეთის გადაკეთებას

ეს მათ ეხებათ, ვინც ურთიერთობაშია და ფიქრობს: “კი, მისი ხასიათი არც ისე ძალიან მომწონს, მაგრამ არაუშავს, გადავაჩვევ." ვერ გადააჩვევთ. თუ ადამიანში რაღაც არ მოგწონთ და აპირებთ, რომ გადააჩვიოთ ან გადააკეთოთ, უმჯობესია ურთიერთობაზე საერთოდ უარი თქვათ. თავად თუ მოგეწონებოდათ, რომ თქვენგან ისეთი ადამიანი გამოეძერწათ, როგორადაც ყოფნას არ ისურვებდით?