x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მერაია კერის სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი
imageამერიკელი პოპ-დივა მერაია კერი სკანდალის ცენტრში მოექცა.მომღერალს სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი.


მომღერალს ბრალდება წაუყენა კომპანიის ხელმძღვანელმა, რომელიც კერის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.


ფირმის მფლობელმა, მაიკლ ანელომ განაცხადა მომღერლის გარყვნილი ქმედების შესახებ, რომელიც მის მიმართ განხორციელდა კაბო-სან-ლუკასში(მექსიკა) გასტროლების დროს.

მერაიმ მამაკაცს სთხოვა ოთახში ბარგის შეტანაში დახმარებოდა, ადგილზე მისულ ანელოს მერაია ნახევრადშიშველი გამჭვირვალე ხალათში დახვდა, მამაკაცს სურდა ოთახის დატოვება, თუმცა კერი აძალებდა, რომ დარჩენილიყო, ანელომ ისიც აღნიშნა, რომ არავითარ ფიზიკურ კონტაქტს ადგილი არ ჰქონია.


image

როგორც ჩანს უკუგდებული მომღერალი განაწყენდა დაამის შემდეგ ანელოს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით ამკობდა, უწოდებდა მას ნაცისტს და სკინჰედს.


როგორც Newsweek-ი იუწყება, მაიკლ ანელო აპირებს სასამართლოში უჩივლოს მომღერალს, მათ შორის ედავება 220 000 დოლარს იმ გაწეული სამუშაოსთვის, რომელიც მან 2015-2017 წლებში შეასრულა.


0
116
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0