საზოგადოება მამაკაცის ძაღლისგან შეჭმული გვამი საკუთარ ავტომობილში აღმოაჩინეს სამი თვე ძებნის შემდეგ 2017, 3 ნოემბერი, 9:36
საშინელი სანახაობა აღმოაჩინეს სანკტ-პეტერბურგში დიმიტროვის ქუჩის მაცხოვრებლებმა.
ფრუნზეს რაიონის პოლიციის განყოფილება იკვლევს 40 წლის დიმიტრი სავიჩის გარდაცვალების ფაქტს, რომელიც ამა წლის აგვისტოს თვეში უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მამაკაცის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში 15 აგვისტოს გამოჩნდა, როგორც ცნობილი გახდა დიმიტრი სავიჩი 8 აგვისტოს, საღამოს დაბა შუშარიდან გავიდა საკუთარი ავტომობილით და მის შემდეგ აღარავის უნახავს, მამაკაცზე გამოცხადდა ძებნა.მასთან ერთად დაიკარგა მისივე ძაღლიც ტოი-ტერიერი. "მასთან ერთად იყო პატარა ჯიშის ძაღლი ტოი-ტერიერი, ავტომობილს აქვს განსაკუთრებული ნიშანი, მოტეხილი აქვს ბენიზინის ავზის თავსახური"-აღნიშნული იყო განცხადებაში. სამართალდამცავები მამაკაცს ორთვენახევარია ეძებნდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მისი აღმოჩენა ისევ დიმიტროვის ქუჩის სახლი 3/1 -ის ყურადღებიანი მაცხოვრებლების მეშვეობით მოხდა.სახლის მაცხოვრებლებმა შეამჩიეს, რომ ავტომობილი KIA RIO დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე ადგილზე იდგა, სახლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ავტომობილის ნომერი ინტერნეტში შეიყვანა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მანქანაზე ძებნა იყო გამოცხადებული, იქვე იყო მინიშნებები, მართლაც ბენზინის ავზის გატეხილი ლუქი სკოტჩით იყო დამაგრებული. ადგილზე მისულ პოლიციას საშინელი სურათი დახვდა, უკანა სავარძელზე ნახევრად შეჭმული მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს, მისი ამოცნობა მხოლოდ ტატუთი შესძლეს, იქვე ეგდო მკვდარი ძაღლიც, სალონი სავსე იყო ძაღლის ფეკალიებით, ასევ სალონში აღმოაჩინეს გამოყენებული შპრიცი. დიმიტრი სავიჩის გვამი მორგში გადაასვენეს, რათა დადგინდეს მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. 197 8-ს მოსწონს
|