სიახლეები გერმანიაში იყიდება "ვოლგა"-გაზ 21,რომლის ფასი 300 000 ევროა 2017, 31 ოქტომბერი, 21:00
გერმანულმა კომპანია eTower GmbH-მა, რომელიც ჰანოვერის მახლობლად არის, გასაყიდად გამოიტანა ლეგენდარული საბჭოთა ავტომობილი "ვოლგა" გაზ-21, თუმცა ეს არ გახლავთ უბრალოდ გაზ-21, მოკლედ "ვოლგა" მხოლოდ გარეგნულად არის…
ავტომობილი Mercedes S600 W140 с-ის ბაზაზეა აწყობილი, ძარას რეტრო სტილში სპორტული ფორმა აქვს მიცემული, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილს გააჩნია გაზ-21-ის ყველა ატრიბუტი, მათ შორის კაპოტზე ირმის ცნობილი გამოსახულება.
სალონში საჭეს აწერია "ვოლგა", თუმცა კაპოტის ქვეშ თავს იწონებს მერესედესის აგრეგატი V12 500 ცხენის ძალით, ამის გარდა ავტომობილი აღჭურვილია ტყავის სავარძლებით, ფანჯრების ელექტრო რეგულატორით, სავარძლების გათბობით და უსაფრთხოების ბალიშებით. როგორ ჩაეტია ასეთი "მონსტრი"ვოლგის" კაპოტში? საქმე იმაშია, რომ თავდაპირველად ამ ავტომანქანაში 195 ცხენის სიმძლავრის "ჩაიკის" V- ფორმის "რვიანის" მონტაჟისთვის იყო გათვალისწინებული ადგილი., მოდიფიცირებული ეს ვოლგა-21 (გაზ-23)მზადდებოდა სპეციალურად სუკ-ისთვის (კგბ) რომელსად "მანქანა-მდევარს" უწოდებდნენ და იგი მიეწოდებოდა მოკავშირე სოციალისტური ქვეყნების სპეცსამსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ უნიკალური გაზ-21 შესანიშნავ მდგომარეობაშია, მას უკვე აქვს გარბენი-12 345 კილომეტრი. ავტომობილის ფასი 299 000 ევროა.
1704 7-ს მოსწონს
|