კულტურა მსოფლიოს ნაწილი ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავს 2017, 31 ოქტომბერი, 12:53 ჰელოუინის დღესასწაულს ტრადიციულად ინგლისურენოვანი ქვეყნები აღნიშნავენ, თუმცა ჰელოუინს არაოფიციალურად ზოგიერთ სხვა ქვეყნებშიც აღნიშნავენ, რომლებსაც აქვთ მჭიდრო კულტურული კავშირები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ან დიდ ბრიტანეთთან, მაგალითად, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, სინგაპურში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში და ოკეანეთში, რიგ კუნძულებზე. თანამედროვე დღესასწაული ირლანდიისა და შოტლანდიის უძველესი კელტების ტრადიციებს უკავშირდება, რომელთა ისტორია დაიწყო ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიაზე, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში გავრცელდა ირლანდიელი მიგრანტების მიერ XIX საუკუნეში. დღესასწაული აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს.ამ დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა — თამაშები, ფოიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია. ოქსფორდის ინგლისურ ლექსიკონში ნათქვამია, რომ სიტყვა "ჰელოუინი" მე -16 საუკუნეში პირველად იყო მოხსენიებული ინგლისურ ენაზე "All-Hallows-Even" - ს(ქართ "ყველა წმინდანის საღამო") შოტლანდიურ ენაზე, "Helluvin" ". მიუხედავად იმისა, ფრაზა "All Hallows" ძველი ინგლისურ ენაზეც იძებნება (ealra hālgena mæssedæg - ( ყველა წმინდანის წინა დღე), ფრაზა All-Hallows-ს არ გვხდება 1556 წლამდე წერილობით წყაროებში. ჰელოუინის პროტოტიპი იყო სამჰაინი, რომელიც 13-21 თებერვალს აღინიშებოდა, - კელტური წარმართული დღესასწაული, რომელიც შვიდი დღე გრძელდებოდა. 31 ოქტომბრის ღამე, პირველად X საუკუნის ირლანდიურ ლიტერატურაში არის მოხსენიებული.იმ დროს დღესასწაული სეზონური იყო და მხოლოდ მოსავალის აღებასთან იყო დაკავშირებული . არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ სამჰაინს სასოფლო-სამეურნეო და სეზონურის გარდა სხვა რაიმე განასაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. მოგვიანებით X—XI საუკუნეებში ქრისტიანმა ბერებმა სულ სხვა დატვირთვა მისცეს სამჰაინს. ეკლესია მოუწოდებდა დღესასწაულში მონაწილეებს, რომ ყველა წმინდის წინადღის დღესასწაულზე კარდაკარ ევლოთ და ეთხოვათ საჭმელი, რის სანაცვლოდაც, ისინი ხალხს ჰპირდებოდნენ, რომ მათი გარდაცვლილი ნათესავებისთვის ლოცვები აღევლინებოდა. ეს ტრადიცია თანდათანობით ჰელოუინის განუყოფელი ნაწილი გახდა. ფოტოზე: ჰელოუნი ირლანდიაში 1919 წელი. კელტები იკეთებდნენ შემაძრწუნებელ ნიღბებს, რათა ბოროტი სულები შეცდომაში შეეყვანათ და თავი მოეჩვენებინათ, თითქოს ისინიც სულები იყვნენ და ამგვარად დაეღწიათ მათგან თავი. ეკლესიამ თანდათანობით წარმართული წეს-ჩვეულებები შეუთავსა ისეთ დღესასწაულებს, როგორიცაა მიცვალებულთა სულების დღე და ყველა წმინდის დღე. მოგვიანებით, წმინდანების, ანგელოზებისა და ეშმაკების ფორმებში გამოწყობილმა მოზეიმეებმა სახლიდან სახლში დაიწყეს სიარული. ჰელოუინი ძირითადად ამერიკელების დღესასწაულად ითვლება, მაგრამ მას ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ბევრმა, ვისთვისაც ეს, ასე ვთქვათ, ახალი ხილია, არც კი იცის, რომ ამ დღესასწაულთან დაკავშირებულ სიმბოლოებს, დეკორაციებსა თუ წეს-ჩვეულებებს წარმართული დასაბამი აქვს. რომლებიც ძირითადად სულებსა და ოკულტიზმს უკავშირდება. ეკლესია სხვადახვაგვარად უდგება ამ დღესასწაულს, მაგალითად ზოგიერთი ანგლიკანური ეკლესია მხარს უჭერს ჰელოუინს, მიიჩნევს, რომ ეს არის ძველი ქრისტიანული ტრადიცია, -ყველა წმინდანის დღე;მამა გაბრიელ ამორტი, ვატიკანის ეგზორცისტი მიიჩნევს, რომ "თუ ამერიკელი და ინგლისელი ბავშვები ერთი ღამის განმავლობაში ჯადოქრებად და ალქჯებად იქცევიან, არა პრობლემა არაფერი ცუდი ამაში, თუ ეს მარტო ხუმრობაა და სხვა არაფერი ". ჰელოუინის ძირითადი პროდუქტია ვაშლი, რადგან დღესასწაული ვაშლი მოსავლის აღების პერიოდს ემთხვევა, ვაშლის კარამელი, ვაშლის სიროფი, (თხილით დამატებული)ვაშლის ირისი, თავიდან იყო ვაშლის კანფეტები, მაგრამ ქალაქური ლეგენდის მიხედვით, კანფეტებში ზოგჯერ ნემსებს და ქინძისთავებს დებდნენ, მართლაც, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა სერიოზული დაზიანება არ მოჰყოლია, ბევრი მშობელი დარწმუნებული იყო, რომ ეს მოვლენები პროვოცირებული იყო მედიისგან, რომელიც ისტერიის ფონზე ცრუ ჭორების აგორებაზე ზრუნავდა. თავის მხრივ, ჩრდილოეთ ამერიკაში პოპულარულია კენდი ფესვები და კენდი პამპნიკები, ტკბილეული სიმინდისა და გოგრის სახით. კენდი სიმინდი არის კანფეტი, რომელიც შაქრისგან, სიმინდის სიროფისგან და ხელოვნური საღებავებისგან შედგება. ჰელოუინის მსგავსი რამდენიმე პოპულარული დღესასწაული:
P.S- გერმანული როკ-ჯგუფი Helloween, სახელწოდება მისმა დაამარსებელმა კაი ჰანსენმა მანათობელი ჯეკიდან აიღო, ჰელოუინის ერთ-ერთ პოპულარული ატრიბუტიდან. 46 6-ს მოსწონს
|