x
image
Culture Express
კონსტანტინე გამსახურდიას წერილი 16 წლის ზვიადს - ის რაც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ
image

კონსტანტინე გამსახურდიამ 1955 წელს, როდესაც ის თავის ნაწარმოებზე "დავით აღმაშენებელი" მუშაობდა, მოსკოვში ყოფნისას, ვაჟს, ზვიად გამსახურდიას მიწერა წერილი, რომელიც არაჩვეულებრივად გამოხატავს მამის დამოკიდებულებას შვილის, მისი ინტერესებისა და იმ სულისკვეთებისადმი რითაც უნდა იცხოვროს მან. როდესაც კონსტანტინემ ეს წერილი მოსკოვიდან თბილისში გამოზგავნა, მაშინ ზვიადი 16 წლის იყო.

გთავაზობთ წერილს:

image

"მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე ერთის მხრით, გული მტკივა, რომ შენი ბავშვობა თავდება, მეორეს მხრით მიხარია, რომ შენ სადაცაა, ყველა ჩემ სურვილს გაიგებ და მალე მხარში ამომიდგები. ალბათ შენთვის დამიწერია, თუ მითარგმნია, მე ჰომეროსის სიტყვები: "ზევსს გეფიცები აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს." ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი, დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა შეძლო, გახდე ქვეყნის ღირსეული შვილი. გზაში მე გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები. ყველანი უკვე სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწევს რაიმე ზეაღმტაცი ამბებისთვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რასაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეების მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი.


შენი მამიკო" 1955 წლის 8 დეკემბერი.

კონსტანტინე და ზვიად მაგსახურდიები ზვიად გამსახურდია მშობლებთან მირანდა ფალავანდიშვილთან და კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად:

image

1
4355
6-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
4355
  
2017, 30 ოქტომბერი, 15:01
გადასარევია!!!!
0 1 1