x
image
Culture Express
რომელი ქართველი ლამაზმანი იყო 1997 წელს ოსკარის დაჯილდოებაზე და რა ბრენდის კაბით წარსდგა ჰოლივუდის წითელ ხალიჩაზე
image


ყოველ წელს, როცა კინოს მთავარი დღესასწაული ახლოვდება, საუბარი იწყება ნომინანტ ფილმებზე, მსახიობებზე, რეჟისორებზე და რაღა თქმა უნდა ჩაცმულობაზე, თუ ვინ რა ბრენდის სამოსით წარსდგება ცერემონიალზე, რომელიც წლის მთავარი მოვლენაა. ახალი ცერემონიალის მოლოდინთან ერთად ყოველწლიურად ვიხსენებთ წარსულ დაჯილდოებებს, თუ ვინ როგორ გამოიყურებოდა ოსკარების დაჯოლდოებაზე. ბევრმა არც იცის, რომ 1997 წელს ოსკარების ცერემონიალს ქართველი მსახიობი ია ფარულავა დაესწრო:

image ია ფარულავა ამერიკის კინომსახიობთა გილდიის (SAG-ის) წევრია. ის 1993 წლიდან 1998 წლამდე ლოს-ანჟელესში ცხოვრობდა. ჰოლივუდში ცხოვრებისას ის სხვადასხვა სარეკლამო რგოლებში, მუსიკალურ კლიპებში და დაბალბიუჯეტიან ფილმებში გადაიღეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, ჰოლივუდში მოღვაწეობისას ია ფარულავა რუსული წარმომავლობის მქონე, ჰოლივუდის წრეებისთვის კარგად ცნობილ თეატრალურ მოვაწესთან, გიორგი ჟდანოვთან გადიოდა სამსახიობო მასტერკლასებს. იასთან ერთად 90 წელს მიღწეულმა ჟდანოვმა, მისი მეგობრისა და თანამოაზრის მიხაილ ჩეხოვის სამსახიობო მეთოდის პრინციპების დახვეწასა და განახლებაზე იმუშავა.


უნიკალური ფოტო: ია ფარულავა 1997 წლის ოსკარების 69-ე ცერემონიალზე.


image ია ფარულავა 1997 წელს მსოფლიო კინოს მთავარ მოვლენას Dolce&Gabbana-ს კაბით დაესწრო


imageფოტოზე: ია ფარულავა 90-იან წლებში

როგორც მსახიობი აღნიშნავს, ოსკარების საზეიმო ცერემონიალის ყურება ტელევიზიით უკეთესია.

image ია ფარულავამ წლების შემდეგ Dolce&Gabbana-ს ცნობილი კაბის ქვედაბოლო კიდევ ერთხელ მოირგო. მსახიობი ამ კაბაში კვლავ შესანიშნავად გამოიყურება:

image


0
8421
3-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
8421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0