კინო როგორ გამოიყურება 62 წლის ორნელა მუტი და ჰქონდა თუ არა რომანი მას გადაღებების დროს ადრიანო ჩელენტანოსთან? 2018, 28 იანვარი, 15:39 ულამაზეს იტალიელ ქალთა სიაში თავისი ადგილი დამსახურებულად უკავია მსახიობ ორნელა მუტის. ის 1970 წლიდან ჩნდება ძირითადად იტალიურ ფილმებში. ხოლო 1980 წელს ითამაშა ბრიტანულ ფანტასტიკაში "ფლეშ გორდონი" რაც ფართო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში დაეხმარა.
70-80-იანი წლები მისი კარიერის პიკი იყო. ორნელა ახალგაზრდა იტალიელების კერპი გახლდათ. სამოცდაათიან წლებში ხუმრობდნენ კიდეც: " მეოცე საუკუნის ყველა იტალიელმა ლამაზმანმა მასში განიცადა რეინკარნაციაო"
მისი ფოტოები სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟული ჟუნალების ყდებზე არაერთხელ დაიბეჭდა
მისი მონაწილეობით მხოლოდ ორი ფილმი ითარგმნა ქართულად, რომლებმაც დიდი პოპულარობა მოიპოვეს, როგორც ქართველმა ასევე, საბჭოთა კავშირის მაყურებლებმა განსაკუთრებით შეიყვარეს ფილმი " ჭირვეულის მორჯულება" სადაც პარტნიორობას ადრიანო ჩელენტანოს უწევს. მეორე ფილმშიც "უზომოდ შეყვარებული" რომელიც ქართულადაა ნათარგმნი ორნელას პარტნიორი კვლავ ჩელენტანოა. როგორც ცნობილია ორნელა მუტის და ადრიანო ჩელენტანოს რომანი რეალურ ცხოვრებაშიც ჰქონდათ, ისინი ერთმანეთით ფილმ "ჭირვეულის მორჯულების" გადაღებებისას მოიხიბლნენ. ჩელენტანომ მუტის გამო გარკვეული პერიოდით ოჯახიც კი დატოვა. თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ ცოლს და შვილებს დაუბრუნდა და მუტიზე არ დაქორწინებულა. 1984 წელს ორნელა მუტი გერმანულ ფილმში "სვანის სიყვარული" გამოჩნდა, სადაც პარტნიორობა მსოფლიო კინოს ლეგენდას ალენ დელონს გაუწია. 1994 წლიდან ორნელა მუტი მონაკოში ცხოვრობს, ის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მუდმივი საპატიო სტუმრის პატივით სარგებლობს. 2008 წელს მან აამუშავა საკუთარი საიუველირო ხაზი, მან ბუტიკები გახსნა რომში, მილანში, პარიზში, რიგაში, მოსკოვსა და ალმათაში. მისი ქსელი უფრო და უფრო იზრდება მსახიობი სხვადასხვა ქალაქებს სტუმრობს და ახდენს ახალი კოლექციების პრეზენტაციას. დღეს ორნელა მუტი 61 წლისაა და შესანიშნავად გამოყურება ცნობილ რუს კინორეჟისორთან ნიკიტა მიხალკოვთან ერთად მოსკოვის საერთაშორისო კინოფესიტავლის გახსნაზე 6193 6-ს მოსწონს
|