x
image
Culture Express
როგორ გამოიყურება "შერეკილების" მარგალიტა დღეს, არიადნა შენგელაია 81 წლისაა

image

ქართველ მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს ფილმი " შერეკილები", სადაც მთავარ როლს მსახიობი არიადნა შენგელაია ასრულებს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფილმში ერთადერთი ქალი პერსონაჟი სწორედ არიადნა შენგელაიას გმირი - მარგალიტა ამყოლაძეა. დღეს არიადნა შენგელაია 81 წლისაა და ასე გამოიყურება:

image


სანამ შერეკილებში გადაიღებდნენ მას უკვე უამრავი როლი ჰქონდა შესრულებული საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ საბჭოთა მსახიობად ითვლებოდა.


image

არიადნა შენგელაია 1937 წელს ტაშკენტში დაიბადა. მამამისი წარმოშობით გერმანელი რუსი გახლდათ, რომელსაც გერმანული წარმომავლობის გამო საფრთხე ემუქრებოდა და მათი ოჯახი ტაშკენტში გადასახლდა. სწორედ მაშინ დაიბადა არიადნა. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი ტაშკენტიდან მოსკოვში დაბრუნდნენ.

image

სამსახიობო განათლება არიადნამ მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში მიიღო. სწორედ ინსტიტუტიდან იღებდნენ მას ფილმებში, ითამაშა ისეთი როლები, რომლებზეც ყველა დროის უამრავი მსახიობი ოცნებობს და ოცნებობდა. გამორჩეულია - ტატიანა ლარინა ფილმიდან "ევგენი ონეგინი" და სხვა.

image

სულ მალე არიადნა შენგელაია საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი ხდება. 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში ის საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი იყო.

image

სწორედ კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლისას გაიცნო მომავალი მეუღლე, კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელთანაც 20 წელი იცხოვრა. სწორედ ელდარ შენგელაიას ფილმით "შერეკილები" შეიყვარა არიადნა ქართველმა მაყურებელმა.

image

ქართულ კინოში გადაღებების პარალელურად არიადნა შენგელაია თამაშობდა გრიბოედოვის სახელობის რუსულ თეატრში, სადაც მრავალი საინტერესო როლი ითამაშა.

image ელდარი და არიადნა შენგელაიები მოსკოვში.

image

გიორგი შენგელაია, არიადნა შენგელაია, სოფიკო ჭიაურელი, ელდარ შენგელაია. "შერეკილების" გადასაღებ პავილიონზე,

მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა და არიადნა მოსკოვში დაბრუნდა, თუმცა მან მეუღლის გვარი დაიტოვა. მსახიობი აგრძელებდა ფილმებში მონაწილეობის მიღებას.

image

ელდარ და არიადნა შენგელაიები

ორიათასიანი წლების დასაწყისში არიადნა შენგელაიამ სამსახიობო კარიერა დაასრულა და თბილისში დაბრუნდა, რამდენიმე წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თეატრალურ უნივერსტეტში. ცნობილია რომ უკვე წლებია მსახიობი უარს აცხადებს ინტერვიუებზე და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებშიც ნაკლებად ჩნდება.

image

imageimage


1
18699
9-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
18699
  
2018, 26 აპრილი, 16:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1