პროზა " როგორ გადავარჩინოთ რაღაც ამ დროიდან, რომელშიც არასდროს აღარ ვიქნებით?.." - ლანა ღოღობერიძის დამაფიქრებელი წერილი 2019, 20 აპრილი, 22:49 შეგიძლიათ წარმოიდგინოთ 90 წლის ქალი, რომელიც კვირაში რამდენჯერმე თამაშობს ჩოგბურთს, ცურავს, ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით და თითქმის ამთავრებს ახალ ფილმზე მუშაობა? საზოგაოებრივ საქმიანობაში ჩართული მისი ასაკის ადამიანები საზღვარგარეთ ხშირად გვინახავს, საქართველოში კი ახალგაზრდებისთვის მაგალითის მიმცემი ლანა ღოღობერიძეა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ 90 წელი შეუსრულდა, თუმცა მის ცხოვრებას ნაკლებად ეტყობა ასაკთან დაკავშორებული ცვლილებები..
" ვცხოვრობ ისევ ისე პრინციპში, როგორც ვცხოვრობდი, აი, ისევ ისე დავდივარ ტენისზე, ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რომ დადგება მომენტი, როცა ვეღარ ჩავალ საზარბაზოდან ქვემოთ, ვერ ჩავჯდები მანქანაში და ვერ წავალ ტენისზე, ალბათ მაშინ ჩემთვის დადგება მომენტი, როცა ვიტყვი რომ რაღაც სხვა არის.. და იქნებ აღარ მოვესწრო ამას, კარგი იქნება." ფოტოზე - ლანა ღოღიბერიძე იღებს ფილმს "მე ვხედავ მზეს" დღეს, ბევრს წერს, ცხდილობს გულწრფელობით გადაიტანოს სათქმელი ფურცლებზე, წლების წინ ჯერ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, შემდეგ კი როცა საფრანგეთში დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა ჟურნალ "ცხელ შოკოლადში" დღიურებს აქვეყნებდა, რომელიც საბოლოოდ წიგნად გამოიცა, რომელსაც პარიზული ჩანაწერები ჰქვია.. წიგნში ლანა ღოღობერიძე საოცრად დამაფიქრებელ სიტყვებს ამბობს ჩვენთვის განკუთვნილ დროზე.. " დრო, მარად ცვალებადი, წარმავალი. დრო, რომელიც მიდის, თუ მიქრის.. შენი დრო, განგების ძალით შენთვის განკუთვნილი, რომელიც იწურება. როგორ გადავარჩინოთ რაღაც ამ დროიდან, რომელშიც არასდროს აღარ ვიქნებით. ეს ადამიანის მარადიული ფიქრებია და ამ ფიქრებიდან ჩნდება სწრაფვა დროის შეჩერებისა. "შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!" - ამას დიდი მწერალი მოითხოვდა. და თუ ჩაუღრმავდები, შეჩერების ღირსია ყველა წამიმ რომელიც რაღაც მნიშვნელობით არის სავსე, და ისიც, რომელშიც არაფერი არ ხდება, სულ არაფერი, უბრალოდ - წვიმიან ამინდში მზის სხივის ერთი გაელვება, ან სულაც პირქუში ღრუბლიანი დღე, მაგრამ ის მაინც უმაღლესი მნიშვნელობითა არის სავსე, რადგანაც ამ დღეში ხარ შენ! შენ არსებობ! შენ ცხოვრობ, სუნთქავ, მოძრაობ, რაღაც გადარდებს, რაღაც გიხარია, და ცხოვრება მიდის და ერთი იდუმალი მნიშვნელობით, ანუ, არსებობით სავსე წამი ცვლის მეორეს.. შეჩერდი წამო, შენ ისეთი მშვენიერი ხარ! მშვენიერი ხარ უკვე იმიტომ, რომ იყავი ერთხელ და არასოდეს აღარ განმეორდები.." - ლანა ღოღობერიძე "პარიზული ჩანაწერები" ფოტოზე ლანა ღოღობერიძე მეუღლესთან, არქიტექტორ ლადო ალექსი მესხიშვილთან ერთად 131 1-ს მოსწონს
|