x
image
natia.a
ცივი კერძების გაფორმების მარტივი იდეები, რომლითაც სადილს დღესასწაულად აქცევთ
image

დღესასწაულისთვის საკვების მომზადება წარმატების მხოლოდ ნახევარია. როგორც იტყვიან "თვალი ჭამს და თვალის სვამსო" - ამიტომ გემოზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარე. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ე.წ. ცივ კერძებს და სალათებს, რომელთა მომზადება გაცილებით ნაკლებ დროს მოითხოვს და გაფორმებასაც მეტად ემორჩილება.


ჩვეულებრივი პიცა იქნება თუ დაჭრილი ძეხვეული - ყველაფრის ნამდვილ შედევრად ქცევა შეიძლება. საჭიროა მხოლოდ ნებისყოფა და რამდენიმე ძალიან იაფი საშუალება: ჩხირები, ცომის დასაჭრელი ფორმები და აშ. იდეალური ფონის შექმნისთვის კარგი იქნება ახალი მწვანილი, ბოსტნეული, სანელებლები, სოუსები.


სადღესასწაულო ცივი კერძების გაფორმება მთელი ხელოვნებაა, თუმცა ნებისმიერს ხელეწიფება. ქვემოთ მხოლოდ რამდენიმე საინტერესო იდეას შემოგთავაზებთ, რომლებიც არც თუ ისე ძნელი განსახორციელებელი იქნება, სამაგიეროდ წარმატება და სტუმრების გაოცება გარანტირებული გექნებათ.



იდეები ცივი კერძების გაფორმებისთვის


პიცა ჩხირებზე - ეს უცნაური იდეა ნამდვლად სიურპრიზი იქნება თქვენი სტუმრებისთვის.


image


დაჭრილი ხორცეულის ასორტი ნებისმიერ, მათ შორის სამეფ სუფრასაც კი დაამშვენებს. მოსართავად კი იდეალური იქნება მწვანილის, ზეთისხილის და სხვადასხვაგვარი სოუსის გამოყენება.



image

ჩხირებზე აცმული საკვებით სტუმრების მოხიბვლა განსაკუთრებით ადვილია. მთავარია ცოტა მონდომება და ფანტაზია.


image

მინი-ბუტერბროდების სახით გაფორმებული ცივი კერძები ყოველთვის აქტუალურია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭვავის ან ღერღილის პური, მარილიანი კრეკერები და ა.შ.


image


ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა ლავაშისგან დამზადებული რულეტები, რომელშიც უამრავი რამის შეხვევა შეიძლება. უფრო დიდი ეფექტისთვის, ლავაშის მაგივრად სხვადასხვა ფერის ბლინების გამოყენებაც არ არის ურიგო. ფერებს კი უბრალოდ სტაფილოს, ისპანახის ან ჭარხლის წვენის დამატებით მიიღებთ.


image


ლუდზე მისაყოლებლები ერთ დიდ ლანგარზე შეგიძლიათ დააწყოთ - ასე უფრო ეფექტური იქნება.


image


ძალიან ორიგინალურად გამოიყურება მცირე ზომის ჭიქებში ულუფობით ჩაწყობილი ბოსტნეული ცხარე სოუსთან ერთად.


image

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ხილის ასორტი, რომელიც ბავშვებსაც ძალიან მოეწონებათ.


image


დაჭრილი ბოსტნეული განსაკუთრებით მომხიბვლელი იქნება ლანგარზე თანაბრად დაწყობილი.


image


ამგვარი სილამაზის მომზადების მთავარი წესი არის წინასწარ გათვლა - შეგიძლიათ დახატოთ კიდეც, რისი გაკეთება გსურთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ სრულიად ჩვეულებრივი, უბრალო ინგრედიენტები, შედეგი კი შეუდარებელი გექნებათ.

image


ასევე დაგაინტერესებთ:

1. მანდარინი - საოცარი ციტრუსი - რა სარგებელი და ზიანი მოაქვს მას

image


2. არასოდეს გადააგდოთ გაღვივებული ნიორი! - დაუჯერებელი თვისება, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის!image



3. ფიტნეს ტორტები - ახალი დესერტი, რომელიც დიეტის დროს შეგიძლიათ მიირთვათ (+რეცეპტები)image



4. ღვეზელის მორთვის 50-ზე მეტი ულამაზესი და უმარტივესი იდეა - ჩაინიშნეთ!image



5. რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი - საიდუმლო, რომელიც ბევრმა არ იცის!image



6. საზიანოა თუ არა ამოსული კარტოფილის ჭამა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!image


7. ლობიო - სამკურნალო თვისებები, რომლებზეც ბევრი რამ არ გსმენიათ!image


0
424
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
424
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0