x
image
natia.a
ბენტო - იაპონური „ლამაზი“ კერძი (+ფოტოები)

imageბენტოს უწოდებენ იაპონლები სპეციალურ კონტეინერებში ჩადებულ ცივ საუზმეს, რომელიც სამუშაოზე, სასწავლებელში ან უბრალოდ მგზავრობისას თან მიაქვთ. პირველად ბენტო იაპონიაში გაჩნდა კამაკურას პერიოდში (1185 – 1333), როდესაც განსაკუთრებით გავრცელდა მოხარშული და შემდეგ გამშრალი ბრინჯის გამოყენება. ამ
წესით მომზადებული ბრინჯი თან დაჰქონდათ პატარა ჩანთით, საჭიროებისას ჩააგდებდნენ მდუღარე წყალში ან მიირთმევდნენ პირდაპირ მშრალი ფორმით.
თანამედროვე ბენტო არ არის უბრალოდ საჭმელი, მისი მომზადების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვიზუალურ მხარეს. ხშირად მსაში სრულიად უბრალო ინგრედიენტები სედის, მაგრამ ისეთი გემოვნებით არის ეს ყველაფერი მორთული, რომ ნამდვილ ხელოვნების ნიმუშთან გვაქვს საქმე.

ტრადიციულად, ბენტო მზადდება პროპორციით: 4:3:2:1, ანუ 4 წილი ბრინჯი, 3 წილი ხორცი, 2 წილი ბოსტნეული და 1 წილი მწვანილი ან სანელებელი. თუმცა ეს მხოლოდ ძალიან ზოგადი საბაზისო რეკომენდაციებია. სინამდვილეში, ბენტო ძალიან დიდი მრავალფეროვნების საშუალებას იძლევა.

ბენტოს უამრავი სახეობა არსებობს: კლასიკური, სადგურის, სასკოლო, საოფისე და ა.შ. ხშირად მასზე ადამიანსა თუ ცხოველსაც კი გამოსახავენ.


ქვემოთ გთავაზობთ ბენტოს ულამაზესი ვარიანტების ფოტოებს.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage















0
165
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0