
ათი წლის წინ რეიჩელ ფარუჰი და როდ ედმონდსონი ლამაზ და ჯანმრთელ წყვილად ითვლებოდა, ერთმანეთი ფიტნეს-კლუბში გაიცნეს, სადაც რეიჩელი კლიენტი იყო, ხოლო როდი-პერსონალური მწვრთნელი, გოგონა 27 წლის იყო, 170სმ.სიმაღლის და იწონიდა 57 კგ.-ს

რაღაც მომენტში რეიჩელმა გადაწყვიტა, რომ უფრო ლამაზი იქნებოდა თუ მუცელზე პრესს დაიყენებდა, უცოდველი სურვილი კოშმარად იქცა და იმით დასრულდა, რომ ამჟამად 37 წლის ახალგაზრდა ქალი 18 კილოგრამს იწონის.

ქალი იმდენად საშინლად გამოიყურება, რომ სურვილი გიჩნდება მზერა მოაცილო, თითქოს მოსიარულე გვამი იყოს შენს წინაშე.

რეიჩელს დამოუკიდებლად გადაადგილებაც არ შეუძლია, ქმარმა მიატოვა სამუშაო, რომ ქალს მიხედოს.

ოდესღაც ისინი სიცოცხლით და ენერგიით სავსე წყვილი იყო, ამჟამად რეიჩელი ჩივის, რომ მისი ტვინი ბევრად უფრო ნელა მუშაობს..

ნებისმიერი სტატიაში, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულა ამ წყვილის შესახებ, ხაზგასმულია ფაქტი მის მზრუნველ მოსიყვარულე ქმარზე, რომელმაც სამუშაოც კი მიატოვა, რომ ცოლს მოუაროს, ინერციით შეიძლება შეერთებოდი თავდაუზოგავ როდს, რომელსაც "ანორექსიის მოყვარული" შეარქვეს.თუმცა მოულოდნელად დაგებადება კითხვა და წამოიძახებ "მოიცა, ერთი წუთით!"

სად იყურებოდა რონი, მისი პერსონალური მწვრთნელი, როდესაც ქალი მის წინაშე დნებოდა?როგორ ვერ აკონტროლებდა მის ვარჯიშს? და როგორ მიიყვანა საქმე იქამდე, რომ ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე ქალი ცოცხალ მუმიად იქცა?
იხილეთ აგრეთვე