ისტორიული თუშური შურისძიება 2017, 26 ოქტომბერი, 11:01 ![]() - თუ ვაჟკაცი ხარ, მაშ რა გაკვნესებს? დაჭრილი დადუმდა და ისე განუტევა სული, რომ ხმა აღარ ამოუღია. მამამ ცხედარს ტანისამოსი გახადა და მაგიდაზე დააწყო. შემდეგ თავისი ხანჯლით კედელზე ოცდათხუთმეტი ნაჭდევი გააკეთა, ხოლო ამის მერე შვილის გვამი სამოცდათხუთმეტ ნაჭრად დააქუცმაცა. ესეიგი იმდენ ნაჭრად, რამდენი იარაღის მატარებელი ნათესავი და მეგობარიც ჰყავდა. - რას სჩადიხარ? - ჰკითხა პოლკოვნიკმა, როცა ეს საზარელი საქმიანობა დაინახა. - ჩემი შვილის სისხლის აღება მინდა, - წარმოთქვა მან, ერთ თვეში ლეკთა იმდენ ხელს შევაგროვებ, რამდენი ნაჭერიც აქ არის. მართლაც, ერთი თვის დამლევს შეთმა თავისი ნათესავ-მეგობრებისაგან სამოცდათხუთმეტი ხელი მიიღო. თვითონაც თხუთმეტი დაუმატა და ამრიგად ლეკთა ოთხმოცდაათი ხელი შეაგროვა. ასწილად აიღო თავისი შვილის სისხლი. ნაწყვეტი ალექსანდრე დიუმას "კავკასიიდან". 309 3-ს მოსწონს
|