ორსულობა და ბავშვი 48 წლის ქალმა 18 -ჯერ მუცლის მოშლის შემდეგ იმშობიარა 2017, 23 ოქტომბერი, 16:50 ![]() უნივერმაღის სიახლოვეს სეირნობის დროს 49 წლის ლუიზა ვერნეფორდი(Louise Warneford) უცნობმა ქალმა შეაჩერა, დაიხარა საბავშვო ეტლთან, საიდანაც ულამაზესი თეთრი, ქათქათა ცისფერთვალება ბიჭუნა ანათებდა."ვაიმე რა საყვარელი შვილიშვილი გყავთ", "იცით ეს ჩემი შვილია"...ქალი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და რამდენჯერმე ბოდიშიც მოიხადა. ლუიზას ბრწყინვალედ ესმის, რომ ასაკიდან გამომდინარე არ მიეკუთვნება ტიპიური ჩვილი ბავშვების დედათა კატეგორიას. მეუღლე მარკთან ერთად, რომელიც ლუიზაზე 6 წლით უფროსია, როცა პატარა უილიამს დაასეირნებენ, ყველა გამვლელს ბებია-ბაბუა ჰგონიათ. ლუიზა ვერნეფორდი ბოლო 20 წლის განმავლობაში ცდილობდა ბავშვის გაჩენას, ამ ხნის განმავლობაში 18-ჯერ მოეშალა მუცელი, რა დროსაც ქალმა 80 000 ფუნტი სტერლინგი დახარჯა.მორიგი ექსტრაკორპორალური განაყოფიერება(IVF) იღბლიანი გამოდგა, ბავშვი სასწაული -უილიამი დაიბადა, ქალს საერთოდ იმედი ჰქონდა ამოწურული, რომ სასწაული ოდესმე მოხდებოდა. ![]() ![]() "მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რაც უფრო მეტს ვისაუბრეთ ჩვენი გამოცდილების შესახებ, ქალები მით უფრო ნაკლებად უიმედოდ იგრძნობენ თავს"-აღნიშნავს ლუიზა. ![]() 54 5-ს მოსწონს
|