სხვა ყველაზე ცნობილი საბჭოთა ჯაშუშები 2017, 18 ოქტომბერი, 10:50 1941 წლის 18 ოქტომბერს ტოკიოში დააკავეს საბჭოთა ჯაშუში რიჰარდ ზორგე, სწორედ ბაქოში დაბადებული გერმანელი რიჰარდ "რამზაი" ზორგე ითვლება გასული საუკუნის ყველაზე ცნობილ საბჭოთა ჯაშუშად, ამბობენ ზორგემ ერთი თვით ადრე გააფრთხილა სტალინი ჰიტლერული გერმანიის თავდასხმის შესახებო. შპიონებზე იღებენ ფილმებს და გამოდის წიგნები, რომელიც ძალზე რომანტიზებულია, გარეშე თვალს ექმნება ილუზია, რომ ჯაშუშის "მუშაობა" შესაქცევია, თავგადასავლებით სავსე და იდუმალებით მოსილი, მაგრამ რეალურად ჯაშუშის ცხოვრება ძალზე მძიმე და დაზაფრულია, ხოლო გამოაშკარავება მისთვის სიკვდილის ტოლფასია.ასე, რომ მთელი მოღვაწეობის მანძილზე ჯაშუშს ბეწვის ხიდზე უწევს სიარული. ქვემოთ გაეცნობით ყველაზე ცნობილ საბჭოთა ჯაშუშებს. 1)ენტონი ბლანტი-ბრიტანელი ხელოვნებათმცოდნე და ისტორიკოსი, ორმაგი აგენტი, საბჭოთა (1937-51წწ.) და ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ოფიცერი(1939-45წწ.)საზოგადოებამ მის შესახებ მხოლოდ 1979 წელს შეიტყო, ბლანტის სიკვდილამდე 4 წლით ადრე, ინფორმაცია თვით მარგარეტ ტეტჩერმა გააჟღერა, ბრიტანულმა დაზვერვამ ბლანტის ჯაშუშობის შესახებ დიდი ხანია იცოდა, თუმცა მალავდა, რადგან მან მიიღო იმუნიტეტი ინფორმაციის გაცვლის სანაცვლოდ. 2)კრისტოფერ ბოისი-ამერიკის მოქალაქე, რომელიც საბჭოთა დაზვერვაზე მუშაობდა ორი წლის განმავლობაში, ამ ხნის მანძილზე ბოისმა მოასწრო საბჭოთა მხარისთვის გადაეცა საიდუმლო დოკუმენტაცია, რომელიც ძირითადად თანამგზავრებს შეეხებოდა, რამ აიძულა აშშ-ს მოქალაქე საბჭოთა ჯაშუში გამხადარიყო?-ეს იყო პროტესტი ვიეტნამის ომზე. ბოისი 1977 წელს დააკავეს, მას 40 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2002 წელს იგი ვადამდე ადრე გაანთავისუფლეს. 3)ოლდიჩ ეიმსი-ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის კონტრდაზვერვის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ცხრა წლის განმავლობაში საბჭოთა და რუსეთის სპეცსამსახურების ფასიანი აგენტი იყო. ეიმსი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფას აგენტად ითვლება საბჭოთა და რუსეთის დაზვერვის ისტორიაში.1994 წელს ეიმსს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 4)იულიუს და ოტელ როზენბერგი-ამერიკელი ცოლ-ქმარი, კომუნისტები, 1940 წლებში მუშაობდნენ საბჭოთა დაზვერვის სასარგებლოდ.იულიუსმა გადაიბირა თავის ცილისძმაც, დევიდი და მისი მეუღლე რუტი. ცოლ-ქმარმა საბჭოთა დაზვერვას სრულიად გასაიდუმლოებული ამერიკული ბირთვული პროგრამის დეტალები გადასცეს. დააკავეს 1953 წელს და სიკვდილით დასაჯეს.სხვათა შორის ეს იყო ერთადერთი შემთხვევა აშშ-ში, როდესაც შპიონებს სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილი მიესაჯათ. 5)მორის და ლონა კოენი-კიდევ ერთი ცოლ-ქმრული წყვილი. მომავალი მეუღლე, მორის კოენი, ლონამ ნიუ იორკში ანტიფაშისტური აქციის დროს გაიცნო 1939 წელს, ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ. 1940-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაზვერვამ მეუღლის კვალდაკვალ ისიც გადაიბირა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ლონა ნიუ-იორკში უცხოური დაზვერვის აგენტად მუშაობდა. მოსკოვის ინსტრუქციის თანახმად, მან კანადაში სამი თვის განმავლობაში მოიპოვა ურანის ნიმუშები. 1949 წელს კოენები საბჭოთა აგენტს რუდოლფ აბელს დაუკავშირდნენ. მასთან ერთად ისინი 1950 წლამდე მუშაობდნენ, თუმცა საშიშროების გამო, ისინი მალვევე საბჭოთა კავშირში გაააპარეს.სიცოცხლის ბოლომდე ისინი საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ. 6) კიმ ფილბი-ბრიტანული დაზვერვის აგენტი, სინამდვილეში საბჭოთა ჯაშუში, რომელიც 30 წლის განმავლობაში ეწეოდა ორმაგ ცხოვრებას, აღსანიშნავია, რომ სწორედ მისი წყალობით ბევრი ამერიკელი და ბრიტანელი ჯაშუში გამოაშკარავა საბჭოთა დაზვერვამ. ფილბი 1963 წელს უკვე გამოაშკარავებული და კუთხეში მიმწყვდეული საბჭოთა კავშირში გაიქცა, იქვე გარდაიცვალა 1988 წელს. 7) რუდოფ აბელი- (ნამდვილი სახელი უილიამ ფიშერი) - საბჭოთა მზვერავი, პოლკოვნიკი, 1948 წლიდან მუშაობდა შეერთებულ შტატებში, 1957 წელს დააპატიმრეს. 1962 წლის 10 თებერვალს რუდოლფ აბელი და სადაზვერვო თვითმფრინავის U-2-ის პილოტი ფრენსის პაუელი, რომელიც საბჭოთა კავშირმა დააკავა ერთმანეთში გაცვალეს. რუდოლფ აბელი გარდაიცვალა 1971 წელს მოსკოვში. 758 7-ს მოსწონს
|