კონფლიქტები სირიაში მოკლეს ბრიტანელი ტერორისტი მეტსახელად "თეთრი ქვრივი" 2017, 12 ოქტომბერი, 15:55 ![]() ინფორმაციას გამოცემა Times-ი ავრცელებს, დიდი ბრიტანეთის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად დაიღუპა მისი 12 წლის ვაჟი. გამოცემა იტყობინება, რომ სალი და მისი შვილი აშშ-ის სამხედრო თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ იმ დროს, როდესაც ის შვილის ალყაში მოქცეული ქალაქ რაყიდან გაეყვანას ცდილობდა. "თეთრი ქვრივის" დაღუპვის შესახებ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბრიტანეთის მთავრობას უკვე აცნობა. ოთხი წლის წინ 45 წლის სალი ჯონსი ცოლად გაჰყვა მუსულმანს, ჯონს ჯუნეიდ ჰეუსინს, მიიღო ისლამი და შემდეგ მასთან ერთად გაემგზავრა სირიაში, სადაც ტერორისტულ ორგანიზაცია "ის"-ს შეუერთდა. ![]() ![]() 207 5-ს მოსწონს
|