x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვიქტორ ორბანს მიაჩნია, რომ რუსეთი დასავლურ სამყაროს ვერ გადაყლაპავს და მიზეზსაც ასახელებს
image

რუსეთის სამხედრო კამპანია უკრაინასთან მოწმობს, რომ რომ რუსებს არ შეუძლიათ ნატოს ძალებთან დაპირისპირება. რუსების სამხედრო შესაძლებლობას ასეთი შეფასება მისცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, იტყობინება Reuters-ი.


„არ მიმაჩნია ლოგიკურად, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის დამარცხებაც კი არ შეუძლია, მოულოდნელად მოვიდეს და მთლიანად გადაყლაპოს დასავლური სამყარო... ამის შანსები ძალიან მცირეა“, - ამბობს ორბანი.


უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ის განიხილავს რუსეთის საფრთხეზე ლაპარაკს, როგორც უკრაინის ომში დასავლეთის უფრო ღრმა ჩართულობის პრელუდიას.



ვიქტორ ორბანის თქმით, ბრიუსელი ევროპას ომისთვის ამზადებს.


"რაც ახლა ვაშინგტონში და ბრიუსელში, უფრო მეტად ბრიუსელში ხდება, არის პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის ატმოსფეროს შექმნა, რასაც თამამად შეიძლება, ეწოდოს ევროპის ომისთვის მომზადება."


ვიქტორ ორბანის განცხადებით, თვეების განმავლობაში ეცნობოდა პირველი და მეორე მსოფლიო ომების მზადების ისტორიას და მსგავსებები დღევანდელ პერიოდთან შემაშფოთებელია. მისივე თქმით, რუსეთის საფრთხეზე მითითებები ომისთვის მომზადებას ისახავს მიზნად.


შეგახსენებთ, რომ 2023 წლის დეკემბერში გამოცემა Bild-მა, რომელმაც ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის დაზვერვის მონაცემები მოიპოვა, წერდა.რომ რუსეთმა შეიძლება ევროპაზე შეტევა 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში განახორციელოს, როდესაც შეერთებული შტატები აღმოჩნდება. "ლიდერის გარეშე“ და მხოლოდ გარკვეული შეფერხების შემდეგ შეძლებს ევროპელების დახმარებას.


ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა, რომ დასავლეთში მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთთან „ტოტალური ომისთვის“ უნდა მოემზადოს.


გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 2024 წლის იანვარში განაცხადა, რომ ევროპა ისეთ „სამხედრო საფრთხის წინაშე დგას, რომელიც 30 წლის განმავლობაში არ უნახავთ“ და გააფრთხილა რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ ხუთ-რვა წელიწადში.

1
355
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
355
  
იომეთ ვიკტორ,დახოცეთ ერთმანეთი და მოგ** პატრონი. ხალხს რო იმდენი ჭკუა არ ყოფნის რო ერთეულების ინტერესებს შესწიროს სიცოცხლე,ერთი მეტეორი ალალია. სულ 100-200 კაცი იქნება ვინც ვერ შეთანხმდა რაღაცაზე,ფული ვერ გაიყვეს და ამათ გამო მილიონობით ადამიანი უნდა მოკვდეს,ხოდა გავკარი ასეთ სამყაროს და საზოგადოებას
0 1 1