ტენდენციები შემოდგომა – ზამთარი 2017-2018. როგორ უნდა დავაკომპლექტოთ სამოსი, რომ ყოველთვის შეუდარებლად გამოვიყურებოდეთ 2017, 16 ოქტომბერი, 15:22 ზოგს ზაფხული უყვარს, ზოგს ზამთარი. მაგრამ, გვიყვარს თუ არა, სეზონი სეზონს მისდევს და ჩვენც შესაფერისად გვიწევს ჩაცმა. წლის ცივ პერიოდში, ყველა თბილად ჩაცმას ცდილობს: ყელიანი სვიტერი და მოქსოვილი შარფი ხომ ყოველთვის მოდაშია? – ფიქრობენ ქალბატონები. თუმცა, წლის ცივ დღეებშიც შესაძლებელია მოდურად ჩაცმაც და ამავდროულად, თბილადად ყოფნაც. აქ სამოსის 18 კომბინაციას გთავაზობთ, იმისთვის რომ შეუდარებლად გამოიყურებოდეთ შემოდგომის, თუ ზამთრის, ცივ დღეებში!
პრაქტიკულობა — ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რომელსაც უნდა პასუხობდეა მოდური სამოსი ამ შემოდგომაზე და მომავალი წლის ზამთარში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჯინსის შარვლის გარეშე, სეზონი წარმოუდგენელი იქნება. ყველასთვის საყვარელი ჯინსი კარგად ეწყობა როგორც მოცულობით ნაქსოვ სვიტერებს, ისე კლასიკურ პერანგებს.
ამ სეზონებზე, კლასიკური სტილის შარვლებთან ერთად, მოდაში განიერი და შემოკლებული სიგრძის შარვლებიც არის და თუ არჩევანს ამ უკანასკნელზე გააკეთებთ, გაითვალისწინეთ, რომ შემოკლებული სიგრძის შარვალზე, ფეხსაცმელი აუცილებლად მაღალ ქუსლზე უნდა ჩაიცვათ.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
მოდური ფეხსაცმელი 2017 – შემოდგომა / ზამთარი
276 8-ს მოსწონს
|