x
image
ვიზა კოხაძე
"თუ გადაწყვიტეთ გახდომა, მიირთვით შავი ჩაი"! - მეცნიერებმა ახლახანს დაადგინეს შავი ჩაის დადებითი თვისებები, რომლებიც გახდომას უწყობს ხელს

imageახლახანს დასახელდა შავი ჩაის ყველა ის დადებითი თვისებები, რომლებიც ხელს უწყობს გახდომას, ათავისუფლებს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისაგან, აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას და არეგულირებს ღვიძლის ფუნქციონირებას. დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ლოს ანჟელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, რომლებმაც კვლევა ჩაატარეს და როგორც აღმოჩნდა, პოლიფენოლს შეიცავს შავი ჩაი. აქამდე თუკი ცნობილი იყო, რომ მწვანე ჩაი ასევე სასარგებლო იყო ორგანიზმისთვის ( მწვანე ჩაი ამცირებს ალბათობას არტერიული კედლების რღვევის შესახებ, გლუკოზის მეტაბოლიზმის ნორმალიზებას და გულსისხლძარღვთა სისტემის გაუმჯობესებას).

რაში მდგომარეობს შავი ჩაიში აღმოჩენილი "polyphenols" შემადგენლობა? როგორც წყარო წერს, ის დადებით გავლენას ახდენს ნაწლავის მიკროფლორაზე, რითაც ორგანიზმიდან გამოიდევნება მავნე ბაქტერიები, რომლებიც ხშირად ცხოვრობს ადამიანის ნაწლავში, რაც ხელს უწყობს სიმსუქნეს. შავი ჩაი კი წარმოადგენს სითხეს, რომელიც კლავს ბაქტერიებს, ხელს უწყობს წონის დაკარგვას და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას.imageკალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორებმა კვლევა ჩაატარეს თაგვებზე, რომელიც ოთხ ჯგუფად იყოფოდა და ექსპერიმენტის დროს ისინი განსხვავებულ დიეტებზე გადაჰყავდათ.პირველ ორ შემთხვევაში ჩაი არ განიხილებოდა, მაგრამ მეორე ჯგუფში თაგვებს მისცეს ზეთოვანი და ცხიმოვანი საკვები შავი ჩაის ასორტის დამატებით.ერთი თვის შემდეგ თაგვებს ყელში ჰქონდათ ჩაის ექსტრაქტები, გარდა ამისა მეცნიერების გაანალიზებით თაგვების ნაწლავებში ბაქტერიები იყო შემცირებული და ზოგ შემთხვევაში კი გამქრალი.როგორც აღმოჩნდა, შავი ჩაის რეგულარული მოხმარებამ გამოიწვია სიმსუქნის გამომწვევი ბაქტერიების შემცირება.

კვლევის წამყვანმა პროფესორმა Susanne Henningგანაცხადა: - "უკვე დადგენილია, რომ შავი ჩაი ჯანმრთელობის დიდი გარანტია.ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ შავი ჩაი მიკრობული ნაწლავის ექსპოზიციის საშუალებით ხელს უწყობს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და რაც ყველაზე მთავარია - წონის დაკარგვას.

0
341
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0