სიახლეები მანქანათმშენებლობის გიგანტებმა Siemens–მა და Alstom–მა შეერთება დადაწყვიტეს 2017, 8 ოქტომბერი, 14:26 გერმენული და ფრანგული გიგანტები ამ გზით ჩინური კომპანიებისათვის კონკურენციის გაწევას ცდილობენ.
ხანგრძლივი მოლაპარაკებები შერწყმასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა. პროცესი რთული იქნება, მაგრამ ეს გარდაუვალია – განაცხადეს ორივე კომპანიის მმართველობაში. სხვანაირად კონკურენტებს ვერ ვაჯობებთ. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, მგრამ მაშინ ფრანგულმა მხარემ თავისი ენერგეტიკული აქტივები ამერიკულ General Electric – ს მიჰყიდა. წელს კი Siemens კანადურ Bombardier – თანაც აწარმოებდა მოლაპარაკებას. პროგნოზების მიხედვით ახალი გაერთიანებული საწარმოს წლიური მოგება 15 მილიარდი ევრო იქნება. ის მსოფლიო ლიდერი გახდება სასიგნალო აღჭურვილობების დამზადებაში, ხოლო მოძრავი შემადგენლობების წარმოებით მეორე ადგილზე გავა. კომპანია Alstom – ის პროფკავშირები შიშობენ, რომ გერმანული გიგანტი "ჩაყლაპავს" მათ საწარმოს, რაც მასობრივ უმუშევრობას გამოიწვევს. მაგრამ როგორც ფრანგული პრესა იუწყება ემანუილ მაკრონის მთავრობა გარანტიას იძლევა, რომ სამუშაო ადგილები ყველას შეუნარჩუნდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში 38 1-ს მოსწონს
|