სიახლეები გერმანიამ ნულევროიანი კუპიურები გამოუშვა 2017, 25 ივნისი, 8:30 კუპიურა, რომლის დაბეჭდვაზე ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ნებართვა გასცა, სუვენირია, რადგან მისი საშუალებით არაფრის შეძენა არ შეიძლება.
იგი იგივე ქაღალდზეა დაბეჭდილი, როგორზეც ნამდვილი ევროს ბანკნოტები. იგივე დამცავი ნიშნები აქვს, როგორც ჰოლოგრამა, ასევე წყლის ნიშანი. სულ ხუთიათასი ცალი დაიბეჭდა, მასზე გამოსახულია გერმანიის საზღვაო ძალების 1958 წელს გამოშვებული აფრებიანი ხომალდი "გორხ ფოკ ||". თითოეულის ფასი 2, 5 ევროა. გერმანიის მთავრობა იმედოვნებს, რომ კუპიურა საინტერესო გახდება კოლექციონერებისა და ტურისტებისათვის. 629 შეფასება არ არის
|