სიახლეები თუ ხშირად გაწუხებთ ხველა, რამდენჯერმე დალიეთ ეს სასმელი - ყველაზე ეფექტური მეთოდი! 2017, 9 ოქტომბერი, 11:18 გვიანი შემოდგომა და სიცივეების დასაწყისი განსაკუთრებით მოსაბეზრებელი ხდება გაციებისა და გრიპის ვირუსების გამო, რასაც თან თითქმის ყოველთვის სდევს ხველა და, ზოგ შემთხვევაში, ბრონქიტი. ხველა კი ისეთი რამ არის, რომლის არც უყურადღებოდ დატოვება შეიძლება და არც არასწორი პრეპარატით მკურნალობა. სახლში მომზადებული წამალი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, არის ძალიან ეფექტური და ამავდროულად სრულიად უვნებელი სასმელი. ნივრის სამკურნალო ეფექტი უძველესი დროიდან არის ცნობილი. ნიორი ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. მაგრამ ბევრი ჩვენგანი, მძაფრი არომატის გამო თავს არიდებს მის ყოველდღიურ მოხმარებას. ეს ფაქტი დიდი ხნოს წინ შენიშნეს ჩვენმა წინაპრებმა და დაიწყეს ნივრის მოხარშვა რძეში. შედეგად მიიღეს შესანიშნავი წამალი ყოველგვარი სპეციფიკური არომატის გარეშე, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ძალიან ბევრ დაავადებასთან გამკლავებაში, მათ შორის გაციებასთან და ხველასთან. ნივრიანი რძე ამცირებს საზიანო ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. სასმელი სასარგებოა ღვიძლისთვისაც, რადგან ნიორში დიდი რაოდენობით გოგირდია, რაც ხელს უწყობს ღვიძლის გაწმენადას და ორგანიზმის დეტოქსიკაციას. ამცირებს ართრიტის დროს ანთებით პროცესებსა და ტკივილს ნიორი აწესრიგებს ნერვული სისტემის მუშაობას და თავიდან გვაცილებს უძილობას. ხოლო თუ ნივრიან რძეს ერთ მწიკვ კურკუმას დავამატებთ, შესანიშნავი ამოსახველებელი საშუალება გვექნება. როგორ მოვამზადოთ ნივრიანი რძე ინგრედიენტები: 500 მლ რძე; 10 კბილი ნიორი; 2 ჩ.კ. თაფლი; 250 მლ. წყალი. მომზადება: გაფცქვენით ნიორი და წვრილად დაჭერით. წყალი და რძე ერთმანეთში შეურიეთ და წამოადგუღეთ, მდუღარეს დაამატეთ ნიორი და ცეცხლს მინიმუმამდე ჩაუკელით. ადუღეთ 10 წუთი და პერიოდულად ურიეთ. გადმოდგმის შემდეგ დაამატეთ თაფლი. ძალიან ეფექტურია ასევე ნივრიანი და ხახვიანი რძე. ინგრედიენტები: 2 თავი ხახვი; 3-4 კბილი ნიორი; 600 მლ. რძე. მომზადება: ხახვი და ნიორი დაჭერით, დაასხით შემთბარი რძე და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ ნიორი სრულიად არ დარბილდება. ამასთან, აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ, რომ რძე არ დუღდეს. ეფექტის გასაძლიერებლად რეკომენდებულია მიღებულ სასმელს სულ ბოლოს დაამატოთ ნახევარი სუფრის კოვზი თაფლი ან ერთი კოვზი პიტნის წვენი. ორივე სასმელი უნდა მიიღოთ თბილი, 2-3 ს.კ. დღეში 5-6-ჯერ. თუ დაავადება საწყის სტადიაშია, ეფექტი პირველივე დღეს შეიმჩნევა. გემო საკმაოდ სპეციფიკური აქვს, თუმცა არც ძალიან უსიამოვნო, რომელსაც თაფლის ან პიტნის დამატება კიდევ უფრო ანეიტრალებს. ამგვარი სასმელის მიღების შემდეგ არც პირში რჩება უსიამოვნო სუნი. მიუხედავად იმისა, რომ ნიორი და რძე ნატურალური პროდუქტებია, ზოგიერთ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული აღნიშნული სასმელის დიდი ხნის მანძილზე გამოყენება. კერძოდ, იგი უკუნაჩვენებია დიაბეტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებებისა და დაბალი წნევის დროს. ასევე არ არის რეკომენებული ნივრიანი რძის მიღება მეძუძური დედებისთვის. ასევე დაგაინტერესებთ: 1. 5 რამ, რისი გაკეთებაც არ შეიძლება გრიპისა და გაციები დროს - ნუ დაუშვებთ ამ შეცდომებს! 2 სხეულის როგორი ტემპერატურა რაზე მიუთითებს და როგორ შევარჩიოთ თერმომეტრი 3. გააკეთეთ ეს ალკოჰოლის დალევის წინ და ნაბახუსევი აღარ შეგაწუხებთ - ეს ბევრმა არ იცის! 4. როგორ გადავიტანოთ გულის შეტევა მარტო ყოფნისას - ერთადერთი მოქმედება, რომელიც ამ დროს გადაგარჩენთ! 5. 7 ყოველდღიური საკვები, რომლებიც გაციებასა და გრიპს ახანგრძლივებს - უარი თქვით მათზე! 6. შეცდომა, რომელსაც ხველის მკურნალობისას ვუშვებთ - ექიმი კომაროვსკი გვაფრთხილებს! 7. როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან გრიპი და გაციება - დაიმახსოვრეთ ეს 6 ნიშანი! 1360 9-ს მოსწონს
|