x
image
ფიქრია ჯიქია
მარტოობის 8 მიზეზი

ალბათ თქვენს თავს ეკთხებით ხოლმე „რამდენი ხანი ვიქნები კიდევ მარტო“? გამოიკვლიეს ყველაზე გავრცელებული მიზეზები, რომელთა გამოც ძალიან ლამაზი ქალებიც კი ხშირად მარტო არიან.

image

1. ზედმეტად მაღალი სტანდარტები

ეს ერთერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. რათქმაუნდა არ ღირს ბარიერის დაწევა მხოლოდ მარტო დარჩენის შიშის გამო, თქვენ არ უნდა დათანხმდეთ იმაზე ნაკლებს, რასაც იმსახურებთ. მაგრამ მაინც ობიექტურად დაფიქრდით, რეალურია თუ არა თქვენი მოთხოვნები.

2. საკმაოდ ბევრი ნეგატივი

თქვენ - პესიმისტი ხართ და ყოველთვის იპოვით რაიმეზე საწუწუნოს. ცხოვრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მშვენივრად ხსნის პარტნიორის გარეშე თქვენს ყოფნას. არცერთი მამაკაცი არ მოინდომებს დაიწყოს ურთიერთობა ქალთან, რომელიც ყველაფერს ხედავს შავ ფერებში.

3. არასწორი არჩევანი

მუდმივი პრობლემა. ზოგიერთი ქალი დროთა განმავლობაში ხვდება სრულიად სულ სხვა მამაკაცებს. თუკი თქვენ მაინც გიზიდავთ მომხიბვლელი ავანტიურისტები, გახსოვდეთ, რომ ყველაზე ამაღელევებელი ურთიერთობებიც კი ასეთ მამაკაცის ტიპთან არაფერ სერიოზულამდე არ მიგიყვანთ.

4. თქვენ ცუდი მსმენელი ხართ

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ბევრმა ადამიანმა საერთოდ არ იცის მოსმენა. უნდა შენიშნოთ არამარტო თუ რას ლაპარაკობენ ადამიანები, არამედ როგორ ლაპარაკობენ ისინი: ჟესტების ენა, ინტონაცია და ასე შემდეგ.


5. თქვენ არ ზრუნავთ თქვენს თავზე

გჯეროდეთ, მამაკაცები ამას ამჩნევენ. საქმე არ ეხება იმას, რომ ყოველთვის მზად იყოთ ფოტოსესიისთვის, არამედ მთავარი არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. მაგალითად, არ უნდა დაგავიწყდეთ თქვენს წონაზე ყურადღების მიქცევა, ატარეთ სუფთა ტანისამოსი, არ დაგავიწყდეთ მაკიაჟი. თუკი თქვენ ყოველდღიურად გამოდიხართ სპორტულ კოსტუმში, გამოსვლისას არააკურატულად იმაგრებთ თმას კეფაზე, არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენ აქამდე მარტო ხართ.

image

6. თქვენ კრიტიკული და არასაიმედო ხართ

მამაკაცი ვერ მოდუნდება ისეთი ქალის გვერდით, რომელიც მუდმივად განსჯის ირგვლივმყოფებს. ჩვეულებრივ ეს მეტყველებს საკუთარ თავში დაურწმუნებლობაზე და არასანდოობაზე, რაც ძალიან არ იზიდავს საწინააღმდეგო სქესს.

7. თქვენ ჯერ კიდევ ელოდებით ყოფილს

ბევრი ქალი მარტოა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ ტოვებთ ყოფილი სატრფოს დაბრუნების ტყუილი იმედი. ხვდებით მას თუ არა რეალობაში, ან მან უბრალოდ დაიპყრო თქვენი აზრები - ნებისმიერ შემთხვევაში ეს მტკიცედ უკეტავს გზას ახალ ურთიერთობებს.

image

8. სინამდვილეში თქვენ არ გინდათ ურთიერთობები

თქვენ შეგიძლიათ ეს არ აღიაროთ, მაგრამ თქვენი ახალ ურთიერთობაში შესვლის სურვილის არ ქონა მშვენივრად იკითხება გარედან და თაყვანისმცემლებს არ აძლევს მოახლოების ნებას.

შეიძლება თქვენ ტკბებით თავისუფლებით ან უბრალოდ გეშინიათ ვალდებულებების, მაგრამ ჯერჯერობით თქვენი ურთიერთობები არ შეიცვლება, თქვენს გვერდით ადგილი იქნება ცარიელი.

0
85
5-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0