საზოგადოება ტაქსისტმა თაღლითებისგან გამოძალული თანხა პენსიონერს უკან დაუბრუნა 2017, 6 ოქტომბერი, 10:28 ![]() ამასობაში თაღლითებმა ტელეფონით გამოიძახეს ტაქსი და მოხუცის მისამართი უთხრეს, მათ აცნობეს, რომ ტაქსის მძღოლს უნდა წამოეღო 8 000 ფუნტი სტერლინგი და 4 128 ევრო. ადგილზე მისულ ტაქსის მძღოლმა აზიდ რაშიდმა აიღო თანხა, მაგრამ იგრძნო, რომ ამ საქმეს კარგი სუნი არ ასდიოდა და მოხუცის სახლში დაბრუნდა.ტაქსისტმა თან პოლიციას გამოუძახა. ![]() ![]() თავის მხრივ აზიდ რაშიდმა დასძინა:"ძალიან ვბრაზდები, როდესაც ასეთ ამბავს ვგებულობ? როგორ შეიძლება საერთოდ მიზანში ამოიღო მოხუცი ადამიანი?მე ისე აღმზარდეს და მასწავლეს რომ პატივი უნდა სცე მოხუცებს." ამასთანავე რაშიდმა უარი განაცხადა ფულად ჯილდოზე: "არ ვთვლი საკუთარ თავს გმირად, უბრალოდ უზნეობად მიმაჩნია აიღო ვინმეს თანხა, მით უმეტს, როდესაც საუბარია უსუსურ მოხუცზე."-დასძინა აზიდ რაშიდმა. ![]() პოლიციის პრეს-მდივანმა, რომელიც კურიერულ აფერას იძიებს განაცხადა, რომ საქმის გამოძიება დაწყებულია, ტაქსის მძღოლის ინფორმაციით თანხა ვინე ჰარისთვის უნდა გადაეცა."ვისაც რაიმე დამატებითი ინფორმაცია გაგაჩნიათ, გთხოვთ დაერკოთ 101-ზე"-დასძინა პრეს-სპიკერმა. ![]() 140 6-ს მოსწონს
|