x
image
beko777
რამდენად მზად არის საქართველო საბავშვო ევროვიზიის ჩატარებისათვის?

image
მაისში „ევროვიზიას“ უკრაინამ უმასპინძლა და მიუხედავად ბევრი სირთულისა, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა, კონკურსის ორგანიზება დადებითად შეაფასა, ხოლო აღმასრულებელ პროდიუსერს მაღალი ჯილდო - „ბროლის მიკროფონი“ გადასცა.
წინ - საბავშვო ევროვიზია საქართველოში. 18 ქვეყნის მონაწილე, უცხოელი სტუმრები, პირდაპირი ტრანსლაცია და მკაცრი კონტროლი ემკ-ის მხრიდან.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის აუცილებელი პირობა: კონკურსი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. რამდენად მზად არის საქართველო საერთაშორისო დონის კონკურსის მიღებისათვის?
ლოკაცია ცნობილია - ოლიმპიური სპორტის სასახლე უნივერსიტეტის ქუჩაზე. თუმცა დარჩა გადაუწყვეტელი საკითხები, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაგალითად, როგორი იქნება სცენა, რომლის ესკიზი ჯერ არავის უნახავს.
გარდა ამისა: - ხმა, ვიდეო, ტრანსლაცია პირდაპირ რეჟიმში, ხმების დათვლა და უამრავი სხვა.
დრო კი კრიტიკულად ცოტა რჩება. 4 კვირაში უკვე პირველი სტუმრები ჩამოვლენ. მოასწრებს კი პირველი არხი მომზადებას? შეხვდება საქართველო ღირსეულად ევროპელ სტუმრებს?
იმედი გვაქვს, საორგანიზაციო კომიტეტი დროულად მოიძიებს საჭირო ტექნიკურ რესურსს და ღირსეულად ჩაატარებს საბავშვო, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსს.

0
24
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0