ფოტოგრაფია სილამაზის ეტალონი 100 წლის წინ-მსოფლიოს 15 ულამაზესი ქალი მეოცე საუკუნის დასაწყისში 2017, 5 ოქტომბერი, 12:40 1) ანა პავლოვნა-(1881-1931)-რუსი ბალეტის მსახიობი, მარინის თეატრის პრიმა ბალერინა(1906-1913) XX საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ბალერინა.პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გადასახლდა ბრიტანეთში.
2)მარია ლუიზა დელვარი-ფრანგი მსახიობი, გამოირჩეოდა არაორდინალური სილამაზით.თამაშობდა ფილმებში: Jester (1913), Sous les phares (1916) და La Fugitive (1920). 3)კაროლინა ოტერო-(1886-1962)-ესპანელი მოცეკვავე და მსახიობი, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობდა, იმ ეპოქის სილამაზის სიმბოლო.გამოდიოდა პარიზის თეატრ "ფოლი-ბერჟერში" და საკონცერტო დარბაზ "ოლიმპიაში";გასტროლები ჰქონდა ავსტრია-უნგრეთში, აშშ-ში, არგენტინაში და რუსეთში. 4)ან მეი ვონგი(1905-1961)-პირველი ჩინური წარმოშობის მსახიობი, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავი და აზიური სილამაზის სიმბოლო გახდა. 5)რიტა მარტინი-(1890-1975)-(ნამდვილი სახელი ფილის დარე)ინგლისელი ფოტომოდელი, სილამაზის ეტალონი გასული საუკუნის დასაწყისში, მოგვიანებით თვითონ გახდა ფოტოგრაფი. 6)ვიქტორია ლუიზა პრუსიელი(1892-1980)- გერმანიის იმპერატორის. ვიჰელმ მეორეს ქალიშვილი, პრინცესა ვიქტორია საოცრად ლამაზი და ჭკვიანი იყო. 7)გაბრიელა რეი-(1883-1973)-ინგლისელი მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე, ედვარდიანული ეპოქის სუპერვარსკვლავი. 8)კლეოპატრა დიანა დე მეროდი(1875-1966)-ფრანგი მოცეკვავე, ეპოქის ვარსკვლავი, რომელმაც საეჭვო რეპუტაციის პროფესია აირჩია, რატომ საეჭვო? იმიტომ, რომ იმ პერიოდში მოცეკვავე ქალი(და მსახიობიც) განიხილებოდა, როგორც უზნეობა და გარყვნილობა. 9)მოდ ადამსი-(1872-1953)-ამერიკელი თეატრის მსახიობი, მისი დებიუტი 1888 წელს შედგა ბროდვეიზე და ამის შემდეგ დაიწყო თავბრუდამხვევი კარიერა. 10) აგნეს ეირსი(1898-1940)-ამერიკელი მსახიობი, მუნჯი კინოს სუპერვარსკვლავი. 11) მარი ნოლანი(1902-1948)-ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე, 1925 წლიდან გერმანიაში გადასახლდა და იქ 2 წლის განმავლობაში 17 ფილმში გადაიღეს.(იმოგენ რობერტსონის ფსევდონიმით) 12)მარია ალექსანდრა ვიქტორია(1875-1938)-დიდი ბრიტანეთის პრინცესაა, რუმინეთის დედოფალი, ულამაზესი ქალი, ამბობენ ზოგიერთი შვილი ქმრისგან არ ჰყავდაო, თუმცა ინგლისელ ქალს უყვარდა რუმინეთი და რუმინელმა ხალხმაც შეიყვარა ის. 13)მერი პიკფორდი(1892-1979)-კანადური წარმოშობის ამერიკული მუნჯი კინოს სუპერვარსკვლავი.მთლიანად გადაღებულია 250 ფილმში. 14) ვერა ხალოდნაია(1893-1919)-რუსი მსახიობი, ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად ვერამ მოასწრო და დაიმკვიდრა მუნჯი კინოს დედოფლის ტიტული.იგი სრულიად ახალგაზრდა, გრიპმა "ისპანკამ" იმსხვერპლა. 15) ნატო ვაჩნაძე(1904-1953)- ქართველი კინომსახიობი, 1920-30-იან წლების მეგავარსკვლავი.იმ პერიოდის სილამაზის ეტალონი. 930 10-ს მოსწონს
|