ბიოგრაფია უდაბნოს ლტოლვილი ყვავილი 2017, 2 ოქტომბერი, 0:00 ვარის დირიე - სომალელი ლამაზმანი, რომელიც 13 წლის ასაკში აუჯანყდა სომალში გაბატონებულ პატრიარქალურ კულტურას და მწვალებლურ რელიგიურ ტრადიციებს, რომლის მსხვერპლიც სამყაროში ათასობით მცირეწლოვანი გოგონა გახდა.
გოგონას გაქცევის მიზეზი მამის მხრიდან ოთხი აქლემის სანაცვლოდ მორიგება გახდა ასაკოვან მამაკაცთან, რომლის თანახმადაც, ამ უკანასკნელს ცამეტი წლის ვარისი მეოთხე ცოლად უნდა შეერთო.
ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში : “უდაბნოს ყვავილი“ ვარის დირიე იმ ენითაუწერელი ტანჯვის, შევიწროების და დისკრიმინაციის შესახებ გვიყვება, რომელსაც სომალიში და აფრიკის სხვა ბევრ სახელმწიფოში ქალები სქესობრივი იდენტობის გამო განიცდიდნენ. გარდა იმისა, რომ ისინი აღებ-მიცემობის და მატერიალური გაცვლა-გამოცვლის საგნებად იყვნენ ქცეულნი, მათ უტარებდნენ გენიტალიურ მუტილაციას, რაც ქალის სექსუალურად სამუდამო დაინვალიდებას და მისი ფისქიკის დამახინჯებას ნიშნავს.
![]() ავტობიოგრაფიული ხასაითის წიგნში დირიე მძიმედ აღწერს სომალელი ქალების ცხოვრებას. უკიდურეს გაჭირვებას ქალების რელიგიის სახელით წამება ერთვის. პატრიარქალურ კულტურაში რელიგიას იყენებენ, რათა ქალისგან შექმნან ნივთი, სათამაშო, სექსუალობისგან დაცლილი სულიერი ქმნილება, ყოვლად გულგრილი არსება, რაც, სინამდვილეში, ღალატის პრევენციის მიზნით ხდებოდა. ყველაზე უარესი ისაა, რომ ამას ღმერთის სახელით ჩადიოდნენ და ჩადიან დღემდე, მაშინ, როცა “ყურანში“ მსგავსი არაფერი წერია. ვარისმა თავს ლონდონში გაქცევით უშველა. თავდაპირველად ბიძის ოჯახში აღმოჩნდა. ბიძამისი სომალის ელჩი იყო დიდ ბრიტანეთში. მომავალ მოდელს თავი ბიძის ოჯახში კარგად არასდროს უგრძვნია. ის არამხოლოდ უცხოობას უჩიოდა, არამედ საკმაოდ მონურ პირობებში უწევდა მუშაობა, გარესამყაროსგან სრულად იზოლირებულს. მონობა იმით დასრულდა, რომ სომალის საელჩო დაიხურა, ბიძა კი იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ქალი, ფაქტობრივად, ბედის ანაბარა დარჩა. მან შემთხვევით გაიცნო მარილინი, რომელმაც სიბრალულით შეიფარა, ვიდრე სამსახურს იშოვიდა. საბოლოოდ მარილინის დახმარებითვე პატარა სამსახურიც იშოვა სწრაფი კვების ობიექტში, სადაც ფოტოგრაფმა, - ტერი დონალდსონმა აღმოაჩინა. ამ დღიდან მისი სამოდელო კარიერაც დაიწყო. გამორჩეული გარეგნობის წყალობით მალე ტოპმოდელი გახდა. ![]() ![]() 735 7-ს მოსწონს
|