x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138440
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
5 რამ, რისი გაკეთებაც არ შეიძლება გრიპისა და გაციები დროს - ნუ დაუშვებთ ამ შეცდომებს!
image

გრიპი და გაციება შემოდგომისა და გამოზაფხულის თანმდევი ყველაზე უსიამოვნო პროცესია. ამ ერთი შეხედვით არც თუ ისე მძიმე ვირუსულ დაავადებას ბევრი ჩვენგანი სერიოზულად არც აღიქვამს და მისგან თავის დასაღწევად საკუთარ, ზოგჯერ სრულიად გაუმართლებელ მეთოდებს იყენებს, რასაც ხშირად საპირისპირო შედეგამდე მივყავართ. ამიტომ, აუცილებელია ვიცოდეთ, რისი გაკეთება არ შეიძლება გრიპისა და გაციების დროს.


შეცდომა №1


image


პირველი და ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ის, რომ გრიპისა თუ გაციების გადატანას ფეხზე ვამჯობინებთ ხოლმე. თუ შეატყობთ, რომ გაციებული ხართ ან გრიპის ვირუსი შეგეყარათ, თავიდანვე დაიცავით წოლითი რეჟიმი. გრიპის ფეხზე გადატანა თავისთავად სახიფათო არ არის, მაგრამ ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა პნევმონია, ბრონქიტი და სხვ. გარდა ამისა, ქუჩაში გასვლით ხელს შეუწყობთ ვირუსის გავრცელებას და ეპიდემიის კიდევ უფრო გაფართოებას.


შეცდომა №2


image

გრიპითა თუ გაციებით დაავადების შემთხვევაში ბევრი ჩვენგანი მაშინვე იწყებს "ჯადოსნური აბების" - ანტიბიოტიკების მიღებას, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. უნდა ვიცოდეთ, რომ ანტიბიოტიკები გამოიყენება მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის დროს. გრიპის ვირუსს ისინი არ კურნავს, პირიქით, ანტიბიოტიკების უკონტროლო მიღება აქვეითებს იმუნიტეტს და ხელს უშლის ჩვენს ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. ამასთან, ეს "ჯადოსნური აბები"

დამანგრეველ გავლენას ახდენს ნაწლავის მიკროფლორაზე, რითაც იწვევს დისბაქტერიოზს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.


შეცდომა №3


image

როგორც კი სიცხე ოდნავ მაინც აგვიწევს, ვიწყებთ სიცხის დამწევების მიღებას და ვცდილობთ მის დაწევას სხეულის ნორმალურ ტემპერატრატურამდე - 36, 6. სინამდვილეში, ავადმყოფობის დროს ტემპერატურის მატება სრულიად ნორმალური მოვლენაა. ეს არის ტემპერატურის საბრძოლო იარაღი ინფექციებისა და ვირუსების წინააღმდეგ. ამიტომ, სანამ სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსს არ მიაღწევს, არ ღირს სიცხის დამწევი პრეპარატების მიღება - ამით ხელს შევუშლით ორგანიზმს ვირუსთან გამკლავებაში.


შეცდომა №5


image

რატომღაც გავრცელებულია აზრი, რომ გაციებული ან გრიპით დაავადებული აუცილებლად ძალიან თბილ ოთახში უნდა იყოს, სქელ საბანში გახვეული. ეს დიდი შეცდომაა. სწორედ ასეთ - ზედმეტად თბილ და ჩახუთულ გარემოში გრძნობენ ვირუსები თავს ყველაზე კარგად, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებასაც ხელი ეშლება. ოთახი, სადაც ავადმყოფი იმყოფება აუცილებლად რეგულარულად უნდა ნიავდებოდეს და შედიოდეს სუფთა და ტენიანი ჰაერი. სხვათა შორის, ეს გრიპის პროფილაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდიც არის.



შეცდომა №5


image

გრიპის ერთ-ერთი სიმპტომი არის ხველა. მისგან თავის დასაღწევად, როგორც წესი, მაშინვე გავრბივართ წამლების საყიდლად და სულაც არ ვაქცევთ ყურადღებას აღნიშნული მედიმენტების მოქმედების მექანიზმზე. არადა აუცილებელია ხველის სხვადასხვა ტიპების ერთმეთისგან გარჩევა და, შესაბამისად, მათთვის განკუთვნილი მედიკამენტის მიღება. ერთი მხრივ, არსებობს პრეპარატები სველი ხველის წინააღმდეგ, რომლებიც გვეხმარება ნახველის მოშორებაში, მეორე მხრივ კი არის მედიკამენტები, რომლებიც ახშობს ხველას მშრალი ხველის დროს. ამიტომ ის, თუ რომელი წამალი მივიღოთ, უნდა გადაწყვიტოს ექიმმა. თვითმკურნალობის დროს განსაკუთებით სახიფათოა, როცა ავადმყოფი ერთდროულად იღებს ხველის საწინააღმდეგო წამლის ორივე ტიპს: ლორწო გროვდება ბრონქებში და აღარ გამოდის იქიდან, რაც იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. შეცდომა, რომელსაც ხველის მკურნალობისას ვუშვებთ - ექიმი კომაროვსკი გვაფრთხილებს!

image

2. რატომ არ ემართებათ მკერდის კიბო ჩინელ ქალებს - საიდუმლო, რომელმაც მსოფლიო შეძრა!

image

3. როგორ მოვიქცეთ თუ რომელიმე მწერმა გვიკბინა - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image

4. თუ თქვენ 30 წლამდე ხართ და ჭაღარა გაგიჩნდათ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! - ექიმები გვაფრთხილებენ!

image

5. როგორ ამოვიცნოთ გულის შეტევის მოახლოება ერთი თვით ადრე - აუცილებლად დაიმახსოვრეთ!

image

6. როგორ გადავიტანოთ გულის შეტევა მარტო ყოფნისას - ერთადერთი მოქმედება, რომელიც ამ დროს

image

7. როგორ შევარჩიოთ ცხვირის წვეთები სურდოს დროს - გაითვალისწინეთ!

image



0
10499
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
10499
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0