სხვა თუ თქვენ 30 წლამდე ხართ და ჭაღარა გაგიჩნდათ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! - ექიმები გვაფრთხილებენ! 2017, 20 აპრილი, 11:46 ჭაღარა - ბუნებრივი ასაკობრივი ნიშანია, რომელიც არავის აკვირბევს. ზოგიერთი მას მშვიდად ხვდება და არც ცდილობს მის დაფარვას, ზოგი კი ჭაღარას გაჩენისთანავე იწყებს თმის შეღებვას. მაგრამ, თუ ჭაღარა 30 წლამდე მყოფ ადამიანს უჩნდება, ამ შემთხვევაში მხოლოდ თმის შეღებვით პრობლემას ვერ ვუშველით. აუცილებელია ვიცოდეთ, რაზე მიუთითებს თმის გაჭაღარავება ადრეულ ასაკში. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სწრაფი გაჭაღარავება მამაკაცებში ხშირად უკავშირდება გულის იშემიური დაავადებების რისკს. რამდენადაც საწყის სტადიაში იშემიურ დაავადებებს არ აქვთ სიმპტომები, მამაკაცებმა, რომლებსაც სწრაფი გაჭაღარავება დაიეწყოთ, რეგუარულად უნდა იარონ კარდიოლოგთან გამოკვლევებზე. ჩვეულ რეჟიმში, ჩვენი თმის ფოლიკულები მცირე რაოდენობით ზეჟანგს აწარმოებს. მაგრამ დაგროვების შემთხვევაში, იგი თმას აუფერულებს. ამგვარ დარღვევას მკურნალობენ ულტრაიისფერი აქტივირებული ნაზავით. მას ასევე იყენებენ კანის პიგმენტაციის დარღვევის დროსაც. მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ ვიტამინ D3-ის ნაკლებობა იწვევს მელანინის (ნივთიერება, რომელიც პასუხისმგებელია კანისა და თმის შეფერილობაზე) დაკარგვას. იგივე ხდება ვიტამინ B12-ის ნაკლებობის დროსაც ზოგჯერ, იმისათვის, რომ გაჭაღარავება შევაჩეროთ, საკმარისია უბრალოდ ბალანსირებულ კვებაზე გადასვლა. დამტკიცებულია, რომ მწეველები გაცილებით სწრაფად ჭაღარავდებიან. ამიტომ, თუ ადამიანი მწეველია, მას არც უნდა გაუკვირდეს ნაადრევად გაჭაღარავება. სხვათა შორის, სიგარეტის მოხმარება ასევე განაპირობებს ნაადრევ გამელოტებასაც. ნაადრევი ჭაღარა შეიძლება მეტყველებდეს არა მხოლოდ დარღვევებზე, არამედ ორგანიზმის ბუნებრივ თავისებურებებზეც. ადამიანებს, რომელთა მშობლებმაც გაჭაღარავება 30 წლამდე დაიწყეს, ასევე ადრე აღენიშნებათ თმის გათეთრება. მკვლევარება ის გენებიც კი აღმოაჩინეს, რომლებიც ნაადრევ გაჭაღარავებაზე არის პასუხისმგებელი და მემკვიდრეობით გადაეცემა. ასევე დაგაინტერესებთ: 1. რატომ არ ემართებათ მკერდის კიბო ჩინელ ქალებს - საიდუმლო, რომელმაც მსოფლიო შეძრა! 2. დაიტანეთ ეს ნახარში თმაზე, გააჩერეთ 5 წუთი და ჭაღარას სამუდამოდ დაემშვიდობეთ! 3. ტუალეტში შესვლისას დახუჭეთ ცალი თვალი! - რჩევა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს 4. შეამოწმეთ დაზიანებულია თუ არა თქვენი თმა - მარტივი ხერხი, რომელსაც 2 წუთში გააკეთებთ 5. რა ხდება, როცა სველი თმით ვწვებით - ექიმები გვაფრთხილებენ, ეს ყველამ უნდა იცოდეს! 3688 6-ს მოსწონს
|