სხვა 10 პილოტი,რომლებმაც განზრახ ჩამოაგდეს თვითმფრინავი 2017, 26 სექტემბერი, 16:31 ![]() 1-ანდრეას ლუბიტცი-გერმანელმა პილოტმა ანდრეას ლუბიტცმა ავიაკომპანია Germanwings-ის თვითმფრინავი А320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფში მიფირინავდა განზრახ მიმართა მიწისკენ.ბორტზე იმყოფებოდა 144 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი. 2015 წლის 24 მარტს რეისი №9525 10:40 წუთზე მიწას შეასკდა. ![]() 27 წლის ანდრეას ლუბიტცმა, რომელიც მეორე პილოტად მუშაობდა ხომალდზე, დრო იხელთა როდესაც ხომალდის მეთაური ტუალეტში გავიდა.მან კარი შიგნიდან ჩაკეტა და თავის ჩანაფიქრი განახორციელა. ![]() 2-ჯამილ ელ ბატუტი-ბოლომდე არაა დადგენილი რა მოხდა 1999 წელს რეის 990-ზე. თვითმფრინავი ჩამოვარდა 31 ოქტომბერს საერთაშორისო წყლებში და თან წაიყოლა 218 ადამიანის სიცოცხლე. სატრანსპორტო უსაფრთხოების ნაციონალურმა საბჭოს გამოძიებამ დაადგინა, რომ მეორე პილოტმა განზრახ ჩამოაგდო თვითმფრინავი.თუმცა ეგვიპტურმა გამოძიებამ აღმოაჩინა სხვაც, ხომალდის მექანიკური დაზიანებები. ჯამილ ელ ბატუტი სრულად აკონტროლებდა თვითმფრინავს, როდესაც ის 40 გრადუსით გადაიხარა.ხოლო როდესაც კაპიტანი ელ ხაბაში დაბრუნდა კაბინაში, ჯამილმა ხელი შეუშალა კაპიტანს შეეჩერებინა თვითმფრინავუს ვარდნა, მან ძრავები გამორთო.ჯამილ ელ ბატუტის ბოლო სიტყვები იყო:"ჩემი ბედი ალაჰს მივანდე".მოგვიანებით გამოძიებამ დაასკვნა, რომ პილოტმა სავარაუდოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ![]() 3-ერმინიო დოს სანტოს ფერნადესი-2013 წლის ავიაკატასტროფა წააგავს Germanwings-ის ტრაგედიას.მოზამბიკის ავიახაზების რეისი 470 ოცდაცამეტ მგზავრთან ერთად ჩამოვარდა. კაპიტანმა ერმინიო ფერნადესმა განზრახ დააპროგრამა თვითმფრინავი ჩამოვარდნაზე. ფერნანდესი კაბინაში ჩაიკეტა და არ პასუხობდა მეორე პილოტს, რომელიც გარედან კარზე უკაკუნებდა.29 ნოემბერს TM470-მიწას შეასკდა თან წაიყოლა მოზამბიკის, ანგოლის, საფრანგეთის, ბრაზილიის, პორტუგალიის და ჩინეთის მოქალაქეების სიცოცხლე. ![]() 4-ცუ ვაი მინგი-1997 წლის 19 დეკემბერს ჯაკარტიდან გაფრინდა რეისი 185 სინგაპურის მიმართულებით.10 600 მეტრის სიმაღლეზე მოულოდნელად თვითმფრინავმა ბოინგ-737-მა მკვეთრად დაუშვა ცხვირი და მიწისკენ შურდულივით გაექანა, მიწაზე შეჯახების ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ დაშლილი ფუზელაჟიდან ყველაზე დიდი რაც აღმოაჩინეს, 3 მეტრიანი ნაგლეჯი იყო.დაიღუპა 104 ადამიანი, რომელთა არა თუ ამოცნობა, არამედ სხეულის ნაწილების პოვნაც კი გაძნელებული იყო. ![]() ![]() მფრინავი დაუკითხავად ჩაჯდა ATR-42-ში, აფრინდა და აეროპორტის თავზე დაიწყო ტრიალი, თან დისპეტჩერებს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტთან დაკავშირება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ კომპანიის შენობაზე დაცემით იმუქრებოდა, დისპეტჩერებმა გადააფიქრებინეს კრისს ეს განზრახვა იმ მოტივით, რომ პრეზიდენტის გარდა იქ უდანაშაულო ხალხიც იმყოფებოდა, მაშინ ყოფილმა პილოტმა თვითმფრინავი აეროპორტზე მდგარ სხვა თვითმფრინავებისკენ მიმართა. სუციდის მიზეზი მისი სამსახურიდან დათხოვნა იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ![]() ![]() მოგვიანებით გაირკვა, რომ ფრენის დროს კატაგირი დეპრესიაში იყო და თან ჰალუცინაციები სჭირდა. 7-იუნეს ჰაიატი-1994 წლის 21 აგვისტოს 32 წლის პილოტმა იუნეს ჰაიატმა განზრახ ჩამოაგდო თვითმფრინავი ATR-42-312 და თან გაიყოლა 40 მგზავრი და 4 ეკიპაჟის წევრი.მიზეზი?...უიღბლო სიყვარული. ხომალდის კაპიტანმა აფრენიდან 10 წუთში განზრახ გამორთო ავტოპილოტი და თვითმფრინავი ატლასის მთებისკენ მიმართა. ![]() 40 წლის ყოფილმა პილოტმა თვითმფრინავი სენტ-ჯორჯის(იუტა) ასაფრენ ბილიკზე გაიყვანა, თუმცა აფრენა ვერ შეძლო, შასის მუხრუჭების დაზიანების გამო. მან თვითმფრინავშივე ერთი გასროლით მოიკლა თავი. ![]() Ан-2 ხუთსართულიან კორპუსს შეასკდა.დაიღუპა თვითონ პილოტი და კიდევ კორპუსის ოთხი მაცხოვრებელი.მოგვიანებით დადგინდა, რომ ამ კორპუსში ცხოვრობდა სერკოვის ყოფილი ცოლი შვილთან ერთად.იმ დროს მისი ყოფილი ცოლი და შვილი სახლში არ იმყოფებოდნენ. ![]()
362 7-ს მოსწონს
|