საზოგადოება მე ინტერმედიელი ვარ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაღაც საინტერესოს ვქმნი 2017, 26 სექტემბერი, 16:09 როგორც თვითონ ამბობს, უზომოდ რომანტიკული, ზოგჯერ ზედმეტად მგრძნობიარე, პასუხისმგებლიანი და კარგი მეგობარია, უყვარს ცხოველები და და მათთან ურთიერთობა სიამოვნებას ანიჭებს.. დრო - მისთვის ცხოვრებაა და არა ფული, ფიქრობს, რომ ამ დროში მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და რომ ხშირად დროს მაშინ ვამჩნევთ, როცა იგი აღარ გვაქვს... გაიცანით Intermedia.ge-ს ავტორი - ხატია მუმლაძე - ხატია, მოგვიყევი თქვენ შესახებ. - პროფესიით ჟურნალისტი ვარ, შარშან დავამთავრე გორის უნივერსიტეტი, ბავშვობიდან მინდოდა ამ პროფესიაში წარმატებული ვყოფილიყავი, ძირათადად ვწერ, ჩემი საყვარელი საქმე, სწორედ წერაა, ჩემთვის მნიშნნელოვანია, რას ფიქრობს ჩემზე მკითხევლი, ამიტომ ვცდილობ წერის დროს მომაბეზრებელი არ ვიყო. მიყვარს პუბლიცისტიკა და მინდა ამ ჟანრში მეტად "გავიზარდო". - როგორ გახდით ინტერმედიას ავტორი? - შეიძლება ეს ყველაზე ბანალური მიზეზია, მაგრამ ინტერმედიას ავტორობა სახლში უსაქმოდ ჯდომამ და ერთფეროვნებამ გადამაწყვეტინა, თავიდან ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამდენი წელი გაგრძელდებოდა ამ საიტზე ჩემი ყოფნა. ინტერმედია ჩემთვის ერთგვარი შვება და საკუთარი თავის რეალიზების საშუალება აღმოჩნდა. მაშინ როცა სწავლა უსახსრობის გამო შევწყვიტე, უსამსახუროდ დავრჩი, ინტერმედიას აღმოჩენა დროული იყო ჩემთვის. რაღაც დოზით საკუთარი თავის რწმენა შემმატა, რომ სახლში ჯდომის დროსაც შემეძლო რაღაც შემექმნა. ამით საკუთარ თავს დიდი დახმარება გავუწიე. - რამდენი წელია, რაც Intermedia.ge-ზე აქვეყნებთ სტატიებს? - დაახლოებით 4-5 წლის წინ დავრეგისტრირდი, მას შემდეგ ჩემი წერის სტილი ბევრად დაიხვეწა, გარკვეული გამოცდილება ჩამომიყალიბდა ინტერნეტ-ჟურნალისტიკაში და ეს სწორედ ინტერმედიას დამსახურებაა. კარგად მახსოვს ჰონორარი რომ მომენიჭა და პირველად სულ რაღაც ოთხი თეთრი დამერიხცა სტატიაზე და სიხარულით ისე შევყვირე, თითქოს ოთხი თეთრი კი არა ოთხი მილიონი ყოფილიყო. -ახლა რაზე ოცნებობთ? - ჩემი ყველაზე დიდი ოცნება საყვარელ საქმეში წარმატების მიღწევაა, ასევე ვოცნებობ სულიერ სიმშვიდეზე, რომელიც საკმაოდ ძნელი მოსაპოვებელი ყოფილა... - რას ურჩევთ ახალ ავტორებს? - ვურჩევ არ დაკარგონ ის ენთუზიაზმი და შემართება, რაც ახლა აქვთ, მეც როცა ახალი ვიყავი, მქონდა პერიოდები, როცა გულს ვეღარ ვუდებდი, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად მიხვდი, რომ პროფესიული ზრდის თვალსაზრისით ინტერმედიაზე წერა, თუნდაც ჰონორარის გარეშე დიდი გამოცდილებაა.. - ინტერმედიასგან რას ელოდებით? - ინტერმედიასგან ველოდები უფრო ბევრ სიახლესა და განვითარებას, წლების განმავლობაში იხვეწებოდა საიტი და ამ პროცესს ახლაც გადის, ვთვლი, რომ თანდათან ყველა ავტორისთვის სასიამოვნო და სასურველი სამუშაო გარემო შეიქმნება. - მე ინტერმედიელი ვარ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ... - მე ინტერმედიელი ვარ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაღაც საინტერესოს ვქმნი. ესაუბრა ანი სპარსიაშვილი შენ შეგიძლია, გახდე ინტერმედიას ავტორი! 322 23-ს მოსწონს
|