საზოგადოება "არ ვთვლი, რომ ჩემი ლექსები შედევრია... სამი თვეა, დედა დამეღუპა და 24 საათი მის სამსახურში ვიყავი" - სოცქსელში პოპულარული ირმა კვარაცხელიას რთული ცხოვრება და პასუხი კრიტიკაზე 10 აპრილი, 10:45 "გარეთ ცივი ამინდია, ოთახშია სამი თრია", "კბილი სტკივა ციყვუნას, ლამაზსა და ფუმფულას", "მგელმა შეჭამა ციკანი, თავი ჰგონია მართალი" – ეს ამონარიდებია ირმა კვარაცხელიას ლექსებიდან, რომელსაც ტიკ-ტოკზე სპეციალურად ბავშვებისთვის კითხულობს. ამბობს, რომ მარტივი ცხოვრება არ ჰქონია, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, არსად არ უმუშავია, რადგან 18 წელი მწოლიარე დედას უვლიდა. არ აქვს პრეტენზია, რომ მისი ლექსები იდეალურია, თუმცა მაინც სწყინს იმ ადამიანების, ვინც თეთრი ლექსების გამო აკრიტიკებენ. - წალენჯიხაში ვცხოვრობ, 50 წლის ვარ, არ მერიდება ჩემი ასაკის. 2002 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ მშობლების ავადმყოფობის გამო არ მიმუშავია. დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგისტრატურაც გავიარე. ვფლობ რუსულ და ინგლისურ ენებს, მაგრამ ჩემი სპეციალობით არასოდეს მიმუშავია. 2006 წელს დედა ავტობუსიდან ჩამოვარდა და მას შემდეგ მწოლიარე იყო. ეს წლები მას ვუვლიდი, 3 თვის წინ გარდაიცვალა, ერთი ძმა მყავს. ვრცლად წაიკითხეთ ambebi.ge-ზე 198 1-ს მოსწონს
|